Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისის სარეკრეაციო ზონები
რიყე ბეჭდვა ელფოსტა

რიყე, ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის ( ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი) მდებარეობს.

 
იპოდრომი ბეჭდვა ელფოსტა

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის შემდეგ საქართველოში დაიწყო ეროვნული საცხენოსნო თამაშების აღდგენა-აღორძინება, კლასიკური სახეობების დანერგვა. ამ მოძრაობის შედეგების დემონსტრირება თბილისში რესპუბლიკურ ასპარეზობაზე ხდებოდა მაშინდელი გარეუბნების - ვაკისა და დელისის მიდამოებში. აქ ბუნებრივი ამფითეატრული რელიეფი ქმნიდა ათიათასობით მაყურებლის განთავსების, სადოღე წრის, ხალხური თამაშების არენის, მთის დოღის ტრასის გამართვის საშუალებას.

 

 
მზიური ბეჭდვა ელფოსტა

მზიური _ საბავშვო ქალაქი ნოდარ დუმბაძის სახელობის. ქალაქის გაშენების იდეა ეკუთვნის ნოდარ დუმბაძეს (1975 წ). 1975-1977 წლებში საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება „მზიური“-ს შექმნის შესახებ. საბავშვო ქალაქის მშენებლობა დაიწყო 1981 წელს. (არქიტექტორები: გ. აბულაძე, ლ. კილაძე, ი. მასხარაშვილი, ბ. ჩიგოგიძე). პროექტით ქალაქი ვრცელდება ზოოპარკის საზღვრებიდან ბეთანიის ეკლესიამდე, მოიცავს ტერიტორიის (სიგრძე დაახლოებით 15 კმ. და ფართი 2200 ჰა.), რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს ქალაქსა და მთის ტყიან მასივს შორის. 

 

 
დედა ენის ბაღი ბეჭდვა ელფოსტა

ე.წ. დედა ენის ბაღი გაშენებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ბაღის გაშენება გადაწყდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში ძირითადად ჭადრები დაირგო. უფრო ადრე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაიფარა, გაკეთდა მშრალი ხიდი.

დედა ენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის ბაღში ჩატარდა დიდი მიტინგი ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, რამაც შედეგი გამოიღო და ქართული სახელმწიფო ენად დარჩა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მოგვიანებით ბაღში დაიდგა დედა ენის ძეგლი (არქიტექტორები: ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი), ხოლო 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა.

 

 

 

 

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL