2016 წლის 30 ოქტომბერს ბეჭდვა

2016 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაიმართა ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელის განხილვა. საქმე შეეხებოდა ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ფუნქციური ზონა შეეცვალა ყოფილი ტყის ფონდის მიწებს – სატყეო ზონა შეიცვალა ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონად და აგრეთვე ამავე გადაწყვეტილებით მოხდა წყნეთი – ბაგების სარეკრეაციო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების დაზუსტება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასაბუთებული სახით ჩაბარებისთანავე გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.