მრავალი ნერგი დაზიანდა და ხმება ბეჭდვა

წელს ზაფხულში დიღმის ტყე პარკის ტერიტორიაზე თიბვის დროს მრავალი ნერგი დაზიანდა და ხმება.

>

 

სხვადასხვა წლებში დიღმის ტყე–პარკში ქ. თბილისის მერიის და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე მოსახლეობის მიერ რეგულარულად ტარდებოდა გამწვანების აქციები. დაირგო დიდი რაოდენობით ფიჭვის, კიპარისის და ფოთლოვანი მცენარეების ნერგები. ამ ნერგებს უვლიდნენ: 2004 წელს მოსახლეობა რწყავდა ამ ნარგაობას ხოლო 2006 წლიდან ტერიტორიის მოვლა დაევალა მცენარეთა დაცვის საწარმოს. ამ წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა, ამ ნერგებმა გაიხარა. წელს დიღმის ტყე პარკის მოვლა დაევალა შპს თბილსერვის ჯგუფს. სამწუხაროდ ამან გამოიღო უარყოფითი შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზაფხულში თიბვის დროს დაზიანდა მრავალი მცენარე. მთიბავებმა სათიბებით გადაუჭრეს ნერგებს ქერქი. ეს იწვევს მცენარეების ხმობას. დაზიანებულია მრავალი ხე . როდესაც დაზიანებული მცენარე ხმება მას უბრალოდ იღებენ და აგდებენ. ასევე პირწმინდად გაითიბა თავისით ამოსული მუხები, აკაციები და სხვა.შემოდგომაზე ახალგაზრდა ფიჭვებს გადაუჭრეს სრულიად ჯანსაღი ქვედა ტოტები .

ტყე–პარკის ტერიტორიაზე წელს მუშების მიერ დაიწყო ბუჩქნარის გაჩეხვა - დამლაგებლებს უჭირდათ ნაგვის აღება (შემდგომში მოხერხდა ამ ქმედებების გაჩერება). მოჭრილი იყო ასევე ახალგაზრდა ხეები 5 – 8 დიამეტრის.

დიღმის მოსახლეობამ მიმართა კოლექტიური განცხადებით ქ. თბილის მერს, ქ. თბილისის ზედმხედველობის სამსახურს, გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თხოვნით: გთხოვთ დაუყონებლივ მიიღოთ ზომები : აიკრძალოს შპს თბილსერვის ჯგუფის მიერ დაზიანებული მცენარეების ამოღება. გთხოვთ გამოაგზავნოთ სპეციალისტები და საზოგადოების წარმომადგენლებთან დათვალირებულ იქნას მცენარეები, შეფასდეს მდგომარეობა რომელი ნერგების გადარჩენა შეიძლება და ჩაინაცვლოს გამხმარი მცენარეები და ის ნერგები რომლებიც იმდენად არი დაზიანებული რომ გახმება. გთხოვთ არ დაუშვათ შემდგომში ნარგაობის მსგავსი დაზიანება.

მოსახლეობის განცხადებით დაზიანებულია ასამდე ხე. ჩვენ გადავუღეთ ნარგაობას სურათები ვაყვეყნებთ დღევანდელი მდგომარეობი საურათებს და ასევე ზაფხულში გადაღებულ კადრებს.