საჯარო ინფორმაცია საჯაროდ იმალება და რას გვეუბნება სატენდერო დოკუმენტაცია ბეჭდვა

_parks-tenders

      
ააიპ „უსაფრთხო სივრცე“  შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს  მსოფლიო ეკო სისტემაში ინტეგრირების პროცესს და ადამიანის უსაფრთხო გერემოში ცხოვრების უფლების განხორციელებას.


ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულია, გააკონტროლოს ყველა ის პროცესები, რომელიც ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხო სივრცის არსებობის წინაპირობაა, ასევე უზრუნველყოს გარემოს თვითმყოფადობის დაცვა და ბუნებათსარგებლობის ნორმების კონტროლი. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული ორგანიზაცია თბილისის ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით აკვირდება ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე განხორციელებულ პროცესებს.
   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისათვის პერიოდულად გვჭირდება საჯარო ინფორმაცია, ამ მიზნით“ უსაფრთხო სივრცე“ მიმართავს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ხშირად ვერ იღებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. რის გამოც იძულებული ხდება მიმართოს სასამართლოს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით.

_YUR3531
 სასამართლო პროცესებზე კი ირკვევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების პროცედურას დარღვევებით აწარმოებენ და თავს არიდებენ  მოგვცენ რეალური ინფორმაცია მოთხოვნილ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.
 ასე მაგალითად: 2011 წლის 5 დეკამბერს  “უსაფრთხო სივრცემ” მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოთხოვა, დაევალებინა თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირისთვის გაეცა ინფორმაცია ქ. თბილისის მერიასა და შპს “ფორესტ კონსალტინგს” შორის 2011 წლის 17 თებერვალს გაფორმებული #010406/20/50-2 ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ მიეწოდებინა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტები და ინსპექტირების (ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი) ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნები.  2012 წლის 19 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე თბილისის მერიამ წარმოადგინა მიღება-ჩაბარების 7 აქტი და  მოპასუხის წარმომადგენელმა ბაგრატ ნერგაძემ განმარტა, რომ ამ დოკუმენტის გარდა სხვა მასალა მერიის სამსახურში არ მოიპოვებოდა.  DSCN7656
     ქ. თბილისის მერიასა და შპს “ფორესთ კონსალტინგს” შორის 2011 წლის 7 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #010406/20/50-2 ხელშეკრულების 4.4. მუხლით “მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან ახორციელებს  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები”. ამავე ხელშეკრულების 6.1. მუხლით “შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების 6.3. მუხლი აწესებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების აფსოლუტურ (მინიმალურ) საფუძვლებს: კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს ინსპექტირების (ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი) ჯგუფის დასკვნა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ”. ე.ი. მიღება-ჩაბარების აქტს წინ უნდა უსწრებდეს და მისი შედგენის საფუძველი უნდა იყოს ორი დოკუმენტი: პირველი, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული მომსახურების შესახებ (თუ კონკრეტულად სად და რა სამუშაოები შესრულდა თავისი ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებით და ა.შ.) და მეორე, ინსპექტირების ჯგუფის (თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლების) მიერ შედგენილი დასკვნა (ხელშეკრულების 4.4. პუნქტი). “უსაფრთხო სივცემ” მოითხოვა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი და დასკვნა, რადგან ვარაუდობდა, რომ მასში ასახული იქნებოდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშები ანუ ის პირველი დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მეორეს საფუძველი უნდა ყოფილიყო, ხოლო ორივე ერთად საფუძველი იქნებოდა მიღება-ჩაბარების მესამე შემაჯამებელი აქტისა. როგორც სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის გარდა ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არ შეუსრულებია გარიგების 4.4.; 6.1.; და 6.3.; პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
      შემსყიდველმა - ქ. თბილისის მერიამ მიმწოდებელს _ შპს “ფორესთ კონსალტინგს” შესასრულებელი სამუშაოებისათვის მთლიანად ჩაურიცხა 40 000 ლარი.
    წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვიდან ჩანს, რომ ამ თანხიდან 3500 ლარი უნდა დახარჯულიყო 0,5 მ3 ნიადაგის 500 ერთეულის ამოჭრაზე, სადაც ერთი ჭრილის ღირებულება შეფასებულია 7 ლარად. 28 000 ლარი უნდა დახარჯულიყო 40 000 ძირ ხე_მცენარის კვლევაზე, (ერთზე 0,70 ლარი.) 6000 ლარი უნდა დახარჯულიყო 10 000 ძირ ბუჩქზე, (ერთ ბუჩქზე 0,60 ლარი) და ასე შემდეგ. მიღება-ჩაბარების შვიდივე აქტში მითითებულია, რომ მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვის რაღაც ფორმა #2, რომელიც ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.
 შვიდივე აქტში მხოლოდ ციფრებია სხვადასხვა, თორემ  შვიდივეში ერთსა და იმავეს ვკითხულობთ: -“ვადასტურებთ, რომ ჩვენს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება # 010406/20/50-2 917.02.2011) საფუძველზე, მეორემ შეასრულა, ხოლო პირველმა ჩაიბარა ქ. თბილისისა და მისი შემოგარენის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული გამოკვლევის, მავნებელ დაავადებათა შესწავლა-გამოვლინებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვის სამუშაოები ხელშეკრულების შესაბამისად... იქვე ვკითხულობთ-„სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად, დაცულია კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა. დამკვეთს შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.” ძალიან კარგი, რომ დამკვეთი და შემსრულებელი ასე უპრეტენზიოდ  შეხმატკბილებულან, მაგრამ პრეტენზია ჩვენ გვაქვს იმისა, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად სად და როდის ჩატარდა ეს კვლევები, (არცერთ აქტში მითითებული არაა კონკრეტული მისამართი)  თორემ  აქტში მითითებული “თბილისის შემოგარენი”  ინფორმაციულად ძალიან ზოგადი და არაფრისმთქმელია. Aამასთანავე  შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი ინსპექტირების ჯგუფის  დასკვნა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშია. Eეს იმას ნიშნავს, რომ  მიღება – ჩაბარების აქტს  წინ უნდა უსწრებდეს და მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენდეს ორი დოკუმენტი: ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ და ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა. როგორც მერიის სამსახურებში გაგვიცხადეს, მსგავსი დოკუმენტები არ გააჩნიათ, რაც თბილისის საქალალაქო სასამართლომ  07.03. 2012 წლის #3/7977-11 გადაწყვეტილებით დააასტურა და დავის საგნის არარსებობის გამო საქმე შეწყვიტა.
 აღნიშნულთან დაკავშირებით  მასალები რეაგირებისათვის გადავუგზავნეთ ქ.თბილისის პროკურატურასა და  კონტროლის პალატას.
    ანალოგიური მდგომარეობა არის მერიის მიერ პარკ “მზიურის” მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით 2012 წელს ტენდერში გამარჯვებულ შპს “თბილისის პარკებთან” დადებულ 07.02.2012 წლის #010406/30/31-1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ამსახველ დოკუმენტაციაში. ხელშეკრულება, მართალია დადებულია ორი წლის ვადით, მაგრამ ხელშეკრულების 5.6. მუხლით შემსყიდველს შეუძლია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველმა შესრულების ყოველ ეტაპზე უნდა დაიცვას ხელშეკრულების 6.3. მუხლით გათვალისწინებული პირობები ანუ შექმნას ის დოკუმენტაცია, რაც მიღება-ჩაბარების აქტს დაედება საფუძვლად.
     2012 წლის 29 თებერვალს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმნდა #1 მიღება-ჩაბარების აქტი. სადაც ვკითხულობთ: “ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს “თბილისის პარკებმა” ჩააბარა 2012 წლის 7 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით პარკი “მზიურის” ტერიტორიაზე მწვანე ნარგავთა აგრო-ტექნიკური სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3062,07 ლარი დღგ-ს ჩათვლით.------ ანალოგიური მიღება-ჩაბარების #2 აქტია გაფორმებული 2012 წლის 30 მარტს. იგივე ვითარებაა ქ. თბილისის მერიას და შპს “ლოტოსი-2”-ს შორის 2012 წლის 2 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტითაც.
     პარკებისა და საზოგადოდ ეკო-გარემოს მოვლა-პატრონობა გულისხმობს აგროტექნიკური სტანდარტების განმსაზღვრელი ნორმის არსებობას, რომელიც მინიმუმ. Qქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით ან ქალაქის მერის დადგენილებით უნდა იყოს მიღებული. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის #3/7977-11 გადაწყვეტილებით დასტურდება, ასეთი ნორმატიული აქტი თბილისის მერიაში საერთოდ არ არსებობს. აგროტექნიკური სტანტარტების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის არარსებობა სახელმწიფო შესყიდვის მონაწილე მხარეებს საშუალებას აძლევს თვითონ განსაზღვრონ ის სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს ამა თუ იმ ობიექზე ასე მაგალითად, თბილისის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ შპს “გამწვანება-94”-ს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2011 წლის 30 დეკემბრის #010406/30/307 ხელშეკრულებით, 2012 წლის დეკემბრის თვეში გაზონების მორწყვა (შხაპისებრი პრინციპით) უნდა ჩატარდეს 8-ჯერ. იგივე ოპერაცია იმავე რაოდენობით უნდა ჩატარდეს 2013 წლის დეკემბერში, როცა ბუჩქების მორწყვა იმავე პერიოდში არც ერთხელ არ არის გათვალისწინებული და ა. შ. თუ რა და როგორ  უნდა მოხდეს,  ეს აგროტექნიკური სტანდარტების განმსაზღვრელმა ნორმატიულმა აქტმა უნდა განსაზღვროს, რომელიც მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნების საფუძველზე იქნება მიღებული.
    სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ყველა ხელშეკრულება სტანდარტულია, რომლის 3.1. პუნქტი ადგენს, რომ შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულებაზე აწარმოოს კონტროლი. აქ უნდა იყოს სიტყვები არა “უფლება აქვს”, არამედ “ვალდებულია” მით უმეტეს, რომ თანხები იხარჯება ქ. თბილისის ბიუჯეტიდან.
     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ან საერთოდ არ შესრულებულა ან შესრულდა არაჯეროვნად, თანხები კი დახარჯულია. როგორც სპეციალისტებთან გასაუბრებით გავარკვიეთ, ხელშეკრულება 07.02.2011 წლის #010406/20/50-2 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ნაწილობრივაც კი შეუძლებელია გამოყოფილი თანხით.
  სატენდერო მოთხოვნები და ხელშეკრულებები ხშირად აბსურდულად შეიძლება მივიჩნიოთ, ამის საილუსტრაციოდ  თბილისის ვეტერანთა (კიკვიძის) ბაღის 2012-2013წლებში  მოვლა-პატრონობაზე არსებული სატენდერო დოკუმენტაცია შევისწავლეთ, ამ ტენდერში შპს “გამწვანება-94” გაიმარჯვა და 2011 წლის 30 დეკემბერს სათანადო ხელშეკრულება გაფორმდა 151.988.66 ლარის მომსახურებაზე. (ასორმოცდათერთმეტიათას ცხრაასორმოცდარვა ლარი და 66 თეთრი). აქ კიკვკძის ბაღის სურათები ჩასვით იმდენი რამდენსაც ჩათვლით საჭიროD
ხელშეკრულებაში არსად არაა მითითებული, თუ რა ფართობზეა გაშენებული აღნიშნული პარკი, რაც თავიდენვე ხელშეკრულების ხარვეზად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე, ტენდერის ინსტრუქციაში არაა განმარტებული ტერმინი , თუ რას მოიცავს  „მოვლა პატრონობა“. ტექნიკური დავალების თანდართულ ხელშეკრულების ცხრილში კი ვკითხულობთ - (პუნქტი2.2მომსახურების გეგმა-გრაფიკი ჯერადობის გათვალისწინებით)  “გამწვანება 94” იკისრა, რომ წელიწადში ყვავილებს მორწყავს N292ჯერ, თვეების მიხედვით გაანაწილა მორწყვის ჯერადობა, მაგრამ გაუგებარია, რა ნორმის საფუძველზე და რომელი ყვავილები მოირწყო იანვარის თვეში რვაჯერ,  თებერვალში-შვიდჯერ ან რომელია ის ყვავილი, რომელსაც დეკემბრის თვეში რვაჯერ მორწყვა დასჭირდება. A პროფესიული აგრონომიული გამოცდილების გარეშეც  გვიჩნდება  კითხვა: ბაღში იანვარ-თებერვალში რა ბალახი გაითიბა ან დეკემბერში რას გათიბავს “შემსრულებელი” შპს_”გამწვანება-94.” მთელი წლის განმავლობაში კი სულ 38-ჯერ  გათიბვის ვალდებულება აიღო და ეს სამუშაო 7.296 ლარად შეაფასა. ვეტერანთა ბაღის 7000კვ.მ ტერიტორიაზე “ბალახის საფარის გაფოცხვა-დასუფთავება, ბორდიურების გასწვრივ სარეველებისაგან და თვითამონაყარი მცენარეებისაგან გასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და გატანა წელიწადში 366-ჯერ ანუ, ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს და ეს სამუშაო სულ 1281 ლარადაა შეფასებული. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე 12, 20 და 25 ივნისს მონიტორინგის მიზნით ვიყავით ვეტერანთა ბაღში, რაზედაც შევადგინეთ შესაბამისი ოქმები. მონიტორინგის დროს  მხოლოდ ორ ადგილზე, პარკის პატარა უბანზე დაგვხვდა მოგროვებული  ნარჩენები და ხმელი ბალახი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დასუფთავება ხდება შერჩევით, პირამდე სავსე იყო პარკის ტერიტორიაზე დადგმული ბუნკერები., ხელშეკრულების თანახმად  კი ნაგვის გატანა პარკის ტერიტორიიდან უნდა ხდებოდეს „დაუყოვნებლივ, ყოველდღე“.(ოქმს თან ერთვის ფოტომასალა). ასევე გაურკვეველია ხელშეკრულების დანართში მითითებული“სარწყავი თხრილის მოწყობა „ და „სარწყავი თხრილის შემობარვა-გაფხვიერება“, რომლის შესასრულებლად 95 და 67 ლარია გამოყოფილი, მსგავსი თხრილები მონიტორინგის დროს ვერ დავაფიქსირეთ. შ.პ.ს“  გამწვანება94“  ბაღის ტერიტორიაზე დამწვარი ნაკელისა და ორგანული სასუქის შესატანად 71-71 ლარი გაწერა, ხოლო მინერალური საუქის შესაძენად-956 ლარი.წელიწადში ერთხელ, ზრდასრული ხეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვისათვის 55ლარი და 50 თეთრი დაიხარჯა, რაც სრულიად არარეალურად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით ხუთასამდე  ზრდასრული ხეა და გამოდის რომ ერთი ძირის შემოსაბარად 10- 11 თეთრი დაიხარჯა?
ხელშეკრულებით ივლისის თვეში პარკში ბალახი უნდა გაეკრიჭათ ოთხჯერ. დათვალიერების მომენტში  ბალახის საფარი პარკის მთელ ტერიტრორიაზე  10-15 სანტიმეტრი იყო, რაც სავარაუდოდ  20 დღის გაუკრეჭავი შეიძლება იყოს,  შესაბამისად ვერ მოხდებოდა განაკრეჭის გატანაც, რაც ხელშეკრულებით თვეში ოთხჯერ უნდა შესრულებულიყო.   მონიტორინგის დროს დავაფიქსირეთ პარკის შუაგულში მოუვლელი, ფილებჩამოყრილი და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე აუზი(ფანტანი), რომელიც პარკის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მერიას ტექნიკურ დავალებაში ამ აუზის მოვლა-პატრონობა არ შეუტანია.
   თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურისაგან მოვითხოვეთ  ვეტერანთა ბაღში შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტები „გამწვანება-94“-თან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ , ვინაიდან   არ მოგვაწოდეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კვლავ იძულებული ვხვდებით, მივმართოთ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით.  აქ ჩასვითგრიბოედოვთან ასვალტს რომ  არ გადაღებული  და გაუკეთეტ წარწერა“  გამწვანება- 94 „ სამუშაოებს აწარმოებს
 ახლა კიდევ ერთი ობიექტზე  გამოცხადებული ტენდერის ისტორიას შემოგთავაზებთ.გასული წლის ბოლოს, თბილისში, დიღმის მასივის მესამე კვარტალში, პაიჭაძის ქუჩაზე მდებარე კლუბ „დინამოს“ ბაზის გაფართოვება-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. მალე  ბაზის კედელის გაყოლებაზე კვიპაროსების  დარგვა დაიწყო. ზამთრის ყინვიანი დღეები იყო და ყველას უკვირდა, ასეთ სიცივეებში ახალი ნერგები როგორ იხარებდა. ორგანიზაცია“უსაფრთხო სივრცე“ მუდმივად თვალყურს ადევნებდა ახალნარგავებს.  გაზაფხულზე  კვიპაროსებს სიყვითლე შეეპარა და მაისის ბოლოს   თითქმის ყველა ნარგავი გახმა, რომელიც  ივლისის თვეში ახალი, მწვანე ნარგავებით შეცვალეს. ახლა მივყვეთ დოკუმენტურად და შევეცდებით დავადგინოთ, თუ რა დაუჯდა თბილისის მერიას  ეს კვიპაროსები.
ამ პერიოდში, მხოლოდ  ამ ხელშეკრულებას მივაგენით, რომლითაც  დედაქალაქისათვის კვიპაროსები შეიძინეს, რაც სავარაუდოდ „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ დაირგო.აქ ჩასვით გამხმარი კიპარისების სურათები  და
 2012 წელს 30 იანვრით დათარიღებული  სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება #010406/30/25-2 ვკითხულობთ, რომ თბილისის მერიამ გამარჯვებულად ცნო შ.პ.ს“ ევროტრანს ჯორჯიას“ სატენდერო წინადადება და დედაქალაქის გამწვანებისათვის ხე-მცენარეების შემოსატანად(თანმდევი მომსახურებით-დარგვა 1 თვიანი მოვლით) 124.000 ლარზე(ასოცდაოთხი ათასი ლარი) გაუფორმა ხელშეკრულება. აქედან,  500 ძირი კვიპაროსი 15.000 ლარი ღირებულებით, ამას ემატება ხე-მცენარეების დარგვის, ჯამების გაფხვიერების, მორწყვის და ჭიგოების დამზადება-დარჭობის თანხები.
     ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მუხლში კი ჩაწერეს „4.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და გამოსცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.“ როგორც ჩანს,დამკვეთმა და შემსრულებელმა მთლიანად ამ მუხლს მიანდეს  და ზამთრის ყინვებში გამოსცადეს კიპარისები. „ექსპერიმენტმა“ ვერ გაამართლა. ხელშეკრულებაში ჩაწერილი „დარგვა-ერთთვიანი მოვლის“ დროც ჩაიარა,  სპორტული ბაზის კედელს შეახმა კვიპაროსები და „შემსრულებლის“ ვალდებულებაც აქ დასრულდა.  მერიამ 2012 წლის  4 აპრილს იგივე მისამართზე, იგივე დანიშნულებთ  ახალ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს.“ სავანე“ გამოავლინა და ხელშეკრულება #010406/30/108  თანახმად 6449.63 ლარი გადაუხადა 60 ძირი კიპარისის შესაძენად. აქ ჩასვით გამხმარი კიპარისების სურათები 
2012 წლის 19 ივნისს კიდევ ერთი სატენდერო  ხელშეკრულება #010406/30/195-1  ადასტურებს რომ  ბ. პაიჭაძის ქუჩაზე, „დინამოს“ ბაზის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზე ზრუნვა არ დასრულებულა და იგი  ამჯერად შ.პ.ს „ვანის სათბურებმა“ ივალდებულა. ქალაქის მერიამ კი ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან 43.398. ლარი 01 გაიღო. ამჯერად, 330 ძირი კვიპაროსისშესაძენად  და დასარგავად (და არა გასახარებლად).
ლამაზი, ხასხასა კვიპაროსები ისევ შემოეკრა სკვერს, მაგრამ ვფიქრობთ, ზამთრის ყინვებში დაწყებული ექსპერიმენტი გრძელდება და ახლა ზაფხულის ხვატში ეწყობა გამოცდა-გაუძლებს თუ არა ახალი ნერგები  ამჯერად  მაღალ ტემპერატურას? თუკი ისევ გახმა და დაიხუთა მცენარეები, მერე იქნებ, თბილისის  მერია  უნდა ვაიძულოთ, ტენდერი  აგრონომების შერჩევაზე გამოაცხადოს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ, რა როდის უნდა დაირგოს, პროფესიული რჩევების გათვალისწინება კი მცენარეების გახარების მეტ გარანტიას შექმნის   1სურათი რომელსაც ეხლა გიგზავნით ახლანდელი მდგომარეობა

 ამ რამდენიმე  მაგალითის განზოგადება ტენდერების არარეალური  პირობებისა და    არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურის ურთიერთთანამშრომლობის საილუსტრაციოდ მივიტანეთ, თორემ ძირითადად  ყველა  სხვა შემთხვევაში   ამ რეჟიმში გვიხდება ურთიერთობა- უპასუხოდ და რეაგირების გარეშე რჩება დედაქალაქისა და მისი მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხებზე ზრუნვა, რომლის შესწავლასა და კვლევას  „უსაფრთხო სივრცე“ დიდ დროს უთმობს და ჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს თბილისის ბიუჯეტიდან თახების არასწორ და არამათლზომიერ ხარჯვას. ამ   კუთხით მუშაობას  ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს.
  P.S. წერილი გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ვნახეთ, რომ დიღმის მასივში, „დინამოს“ ბაზის მიმდებარე სკვერში კვიპაროსების ხმობა დაწყებულია.  ბოლოში რამდენიმე სურათი ვაკის პაკის და რამდენიმე კიკვიძის ბაღის