მანგლისის ნერგები დიღმის მდელოზე ბეჭდვა

 {youtube width="500" height="400"}x2dqOrUuI9Q{/youtube}

სანამ სახლების მშენებლობას დაიწყებენ, ხეები უნდა ჩარგონ და სანამ სახლი დამთავრდება, ნახავ რომ ამათი სილამაზე და ჩრდილი  წამოგეწევა.


 

დიღმის ტყე-პარკის ველზე გუშინ 350 ძირი შავი ფიჭვი, კაუჭა და ელდარის ნაძვის ახალი ნერგებით შეიცვალა გამხმარი ნერგები , ახლა მის დასახარებლად აუცილებელია აქაურობა სამ დღეში ერთხელ მოირწყას ერთი თვის მანძილზე.

-ოოოო, ესენი ისეთი მადლიანები არიან ზრუნვას არ დაგიკარგავენ, ისეთი ყვავილობა იციან, ისე გაგახარებენ სილამაზით და რაც მთავარია, თქვენს ჯანმრთელობას დარაჯებად დაუდგებიანო- გვარწმუნებდნენ ბიჭები, გულდაგულ მიუყვებოდნენ მწკრივებს და არ გაუპროტესტებიათ ანნა გაბრიაძის შენიშვნაც:

- ეს კარგი ნერგებია, აუცილებლად გაიხარებენ, ერთმანეთისგან უფრო დაშორებით  დავრგოთ, თორემ ერთმანეთს ხელს შეუშლიანო.

თუ ხეებმა და არც ადამიანებმა ერთმანეთს ხელი  არ შევუშალეთ, მალე  ეს ველი ტყედ აშრიალდება.

ახლა მთავარი ნერგების გახარებაა, გახარებას წყალი ჰაერივით სჭირდება და ამის უზრუნველყოფა ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა მხარემ-შპს „ ევროტრანს ჯორჯიამ“ უნდა უზრუნველყოს. მონიტორინგს ახალი ნერგების მორწყვაზე ორგანიზაცია“უსაფრთხო სივრცე“  განახორციელებს.