ხეები სისტემატიურად იჭრება | |
{youtube}DQzYIx_uxlU{/youtube}
„ავერსის“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები პერიოდულად იჭრება. ინფორმაცია ამის შესახებ, ნუცუბიძის 4 ნომერში მცხოვრებმა ნინო ტყავაშვილმა, ცხელი ხაზის მეშვეობით შეგვატყობინა. ტყავაშვილის თქმით, საცხოვრებელი კორპუსისი წინ მწვანე ნარგავებს მალულად პერიოდულად ჭრიან. უზიანებენ და უსხვეპენ ტოტებს,თითქოს ხე გამხმარია. ნინო ტყავაშვილი: როცა ხეებს ჭრიდნენ მუშებს ხის ჭრის შესახებ ნებართვა ვთხოვე, მაგრამ სანამ სახლიდან ჩამოვედი აღარ დამხვდნენ. საქმე იმაშია რომ ხეებს მალულად, თანდათანობით საღამოს 5-6 საათზე ერთ კვირიანი შუალედის დაცვით ჭრიან. არ ვიცი რისი აშენება უნდათ ამ ადგილას, მაგრამ სუნთქვა ხომ გვინდა. „უსაფრთხო სივრცე“- მ განცხადებით ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მიმართა.აღმოჩნდა რომ აღნიშნულ მისამართზე არც გამგეობას და არც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მწვანე ნარგავების მოჭრაზე ნებართვა არ გაუცია.
|