დიღმის ტყე-პარკი ცხვრებმა შეჭამეს ბეჭდვა

დიღმის ტყე-პარკში ცხვრით ვაჭრობა ისევ გრძელდება. ცხვრის ფარა  აქ ყოველ დილით  9 -საათზე მოჰყავთ და საღამომდე აჩერებენ.  ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ცხვრის დაკვლა-გატყავებაც ხდება. ნარჩენებით  კი მიმდებარე ტერიტორია ბინძურდება. ცხვრები მცენარეებს აზიანებენ.   ამ ფაქტს დიღმელებიც აპროტესტებენ რადგან საქონელი ტყე-პარკის ახალდარგულ წიწვოვან და ფოთლოვან მცენარეებს ანადგურებს.


 

ეს პრობლემა დიღმელებს 1990 წლებიდან აწუხებთ. გასულ საუკუნეში, დიღომში ათეულობით  ცხვარი წლობით იმყოფებოდა. არაოფიციალურად დიღმის ტყე-პარკს ცხვრის ბაზარსაც უწოდებენ. ფაფახიანი მეცხვარე, ცხვრის ცოცხალი რეკლამა, დიღმის სამხედრო გზის და ახმეტელის ქუჩის გადაკვეთასთან, დროშის პირდაპირ,  ზამთარ-ზაფხულ მყიდველს დილიდან ელოდება.  მოსახლეობამ ცხვრის გაყვანის მოთხოვნით, თბილისის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართა, ისინი რეგულარულად საპატრულო პოლიციასაც იძახებდნენ.  დიღმელების ერთადერთი მიღწევა ისაა, რომ ცხვარი ტრასიდან აღარ მოჩანს. პირუტყვი ტყე-პარკის ყველაზე დაბურულ და ლამაზ ადგილას გადაიყვანეს. სადაც ყველაფერი განადგურებულია, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები:თელის, თუთის და კაკლის ამონაყარი.

cx2დიღმელები ამბობენ, რომ  ცხვარი დიღმის ტყე-პარკის გადაუჭრელი პრობლემაა. „ ირგვლივ საშინელი სიბინძურეა, აქვე კლავენ და ატყავებენ პირუტყვს. როგორ შეიძლება ტყე-პარკში ცხვარი თავისუფლად დასეირნობდეს.“

მეცხვარეები ამბობენ რომ ცხვარი ტყე-პარკს ზიანს არ აყენებს, რადგან ზამთრის პერიოდში მხოლოდ ჩამოცვენილ ფოთლებს ჭამენ და ნარგავებს არ ანადგურებენ. ტერიტორიაზე  გასაყიდად გამოჰყავთ,  საღამოს კი სადგომებში გადაჰყავთ.

ცხვრის ფასი 140 ლარიდან იწყება, ფასში პირუტყვის დაკვლა და გატყავებაც შედის.

დიღმის ტყე-პარკის საძოვრად და სავაჭრო ობიექტად გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით,  არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ “დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურს, გასული წლის ოქტომბერში მიმართა. აღნიშნულ ორგანიზაციებს  რეაგირება დღემდე არ მოუხდენია.

 

{youtube}aN0qnl_8Ouw{/youtube}