საქმიანობის ფორმები ბეჭდვა

თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან. ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით;

 

თავისი მიზნების მისაღწევად და გამოცდილების გაზიარებისათვის თანამშრომლობს უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ფონდებთან;

პერიოდულად ამზადებს მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშებს, მასალებს აწვდის საზოგადოებას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართვას დარღვევების გამოვლენაში. აწყობს საჯარო დებატებსა და დისკუსიებს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს კანონპროექტებს გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების მიზნით. იზრუნებს გამოვლენილი პრობლემებით ხელისუფლების წარმომადგენლების დაინტერესებაზე;

გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოდან. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს, ან საქმეს წარმართავს სამართალდამცავ ორგანოებში;

ასოციაცია ეწევა კვლევით, ანალიტიკურ, საკონსულტაციო, სასწავლო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას, აწყობს სემინარებს და კონფერენციებს; ახორციელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან და სხვა საქმიანობას (აქტივობებს), რომლებიც მისი მიზნების შესრულებას ემსახურება.