Safe Space Tbilisi
TV Sivrtse ბეჭდვა ელფოსტა

ამ საიტზე დევს "უსაფრთხო სივრცის" მიერ გადაღებული ფილმები ეკოლოგიურ საკითხებზე

 
სპექტაკლი HELLADOS ბეჭდვა ელფოსტა
"ართ ჰოლი" ხელოვნების საყმაწვილო ცეტრი წარმოგიდგენთ HELLADOS ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით.
 
დიღმის ტყე ბეჭდვა ელფოსტა

დიღმის ტყე პარკი ხანგრძლივი დაუზოგავი ბრძოლის შედეგად შენარჩუნდა, მაგრამ სტატუსი აქვს ნაწილობრივ დაკარგული. 2017 წლის 10 იანვარს 16.30 საქალაქო სასამართლო განიხილავს დიღმის ტყე პარკისთვის სტატუსის ცვლილების საკითხს.

ამასთან დაკავშირებით სასამართლოს ააიპ უსაფრთხო სივრცემ და მწვანე ალტერნატივამ მიმართეს.თბილისში არსებულ პარკებს შორის ყველაზე მეტად დაზიანდა დიღმის ტყე-პარკი. ამჟამად პარკის ტერიტორია დანაწევრებულია და გასხვისებული.

 
კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების პროექტები ბეჭდვა ელფოსტა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტები, რომლებიც მზადდება რათა ცვლილება შევიდეს ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე

 ნარგავების დაცვის მოვლისა და აღდგენის წესსა და ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ კანონში

 
ააიპ „ უსაფრთხო სივრცე „ მთავრობის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 10 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული 10 პარკის/ბაღის მოვლა პატრონობა დაევალა შპს ,,თბილსერვის ჯგუფს''. აღნიშნული განკარგულება დაუსაბუთებელია, აგრეთვე მერიამ ვერ მოგვაწოდა წარმოების მასალები, რის გამოც განკარგულება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე აღსანიშნავია, რომ განკარგულების შესასრულებლად 1 000 000 ლარით დაფინანსდა ,,თბილსერვის ჯგუფი''.

 
მრავალი ნერგი დაზიანდა და ხმება ბეჭდვა ელფოსტა

წელს ზაფხულში დიღმის ტყე პარკის ტერიტორიაზე თიბვის დროს მრავალი ნერგი დაზიანდა და ხმება.

 
სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება „ ციყვებთან“ დაკავშირებით ბეჭდვა ელფოსტა

>2016 წლის 9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაიმართა ე.წ. ,,ციყვების'' ნაკვეთთან დაკავშირებული დავის განხილვა. შეგახსენებთ რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტერიტორიის ნაწილზე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მას დაუბრუნდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი, აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

 
2016 წლის 30 ოქტომბერს ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაიმართა ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელის განხილვა. საქმე შეეხებოდა ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ფუნქციური ზონა შეეცვალა ყოფილი ტყის ფონდის მიწებს – სატყეო ზონა შეიცვალა ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონად და აგრეთვე ამავე გადაწყვეტილებით მოხდა წყნეთი – ბაგების სარეკრეაციო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების დაზუსტება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასაბუთებული სახით ჩაბარებისთანავე გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
„მზიურის „სარჩელი არ დაქმაყოფილდა ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა ,,მზიურის'' ერთ-ერთ ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.. შეგახსენებთ რომ, 2013 წლის სექტემბერში საკრებულომ ფუნქციური ზონა შეუცვალა მზიურის ერთ-ერთ ნაკვეთს და სარეკრეაციო ზონა 2 და სატრანსპორტო ზონა გადაკეთდა საზოგადოებრივ საქმიან ზონას, ანუ მასზე შესაძლებელი გახდა მრავალ სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ჩვენთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
ციყვების დაცვა გრძელდება ბეჭდვა ელფოსტა

9 ნოემბერს 16 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ე.წ. ,,ციყვების''ტერიტორიასთან დაკავშირებული საქმე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის საკრებულომ გაასაჩივრა ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ციყვების ტერიტორიის ნაწილს დაუბრუნდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი.

 
შემოდგომა ბეჭდვა ელფოსტა

წელს უჩვეულოდ ცივი შემოდგომაა, მაგრამ დიღმის ტყე ძალიან ლამაზია. ბევრი სტუმრობს მას ამ ცივ დღეებში. რამოდენიმე დღის წინ 3 თვის კავკასიური ნაგაზი შუმბა ესტუმრა

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL



gamokitxva