Safe Space Tbilisi

პარტნიორები


სტატიები
„საზოგადოებრივი პრიორიტეტები“ - ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ახალი პროექტი ბეჭდვა ელფოსტა
გადაცემები
გადაცემა „ჩვენი სივრცე“ - ძეგლები. გუდიაშვილის მოედანი -
გადაცემა „ჩვენი სივრცე“ - უკონტროლო მშენებლობები თბილისში
სიჟეტები
ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ყავლაშვილის ქუჩაზე
ახალი ჯიხურები ვაგზლის მოედანზე -
კუს ტბის მზის საათი
სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე
მშენებლობა ვარაზისხევში
კუნძული მტკვარში
მშენებლობა ასათიანის ბაღში
„Vetro Vario“ - არტ-სალონი მცხეთის ქუცაზე

„საზოგადოებრივი პრიორიტეტები“ - ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ახალი პროექტი
არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“-მ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტ „საზოგადოებრივი პრიორიტეტები“-ს მიზანია ადამიანების დახმარება, ადვოკატირება და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წარმატებული ადვოკატირებისთვის და მოსახლეობის დასახმარებლად ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებენ. „უსაფრთხო სივრცის“ იურისტები ცდილობენ მოსახლეობას რაც შეიძლება კარგად განუმარტონ მათი ეკოლოგიური და ურბანული პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მექანიზმ - სატელევიზიო გაშუქებას იყენებს. ორგანიზაციის იურისტები ამ პროცესშიც აქტიურად არიან ჩართულები. პროექტ „საზოგადოებრივი პრიორიტეტების“ ფარგლებში „უსაფრტხო სივრცე“ ამზადებს სატელევიზიო გადაცემებს ტელეკომპანია „TV3“-სთვის, ახალი ამბების სიუჟეტებს და გეგმავს დოკუმენტური ფილმების გადაღებას ამავე ტელეკომპანიისთვის. ჩვენ გთავაზობთ „TV3“ -ს ეთერში უკვე გასული გადაცემების და სიუჟეტების ლინკებს.

 
მზის საათი კუს ტბაზე - შემეცნებითი და გასართობი კონსტრუქცია ბეჭდვა ელფოსტა

არტ-დიზაინერი კახი ერაძე მზის საათის შეკეთებას ითხოვს მზის საათი - მექანიზმი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. მისი გამოყენება მარტივია. კითხვაზე „რომელი საათია?“ თქვენი ჩრდილი გიპასუხებთ. საინტერესოა, რომ მზის საათი თბილისში უკვე დიდი ხანია არსებობს. 15 წლის წინ მზის საათი მხატვარ-დიზაინერის კახი ერაძის ინიციატივით კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. კონსტრუქციაზე ძველქართულად თვეების დასახელება და ციფრებია გამოხატული. როდესაც ადამიანი დგება საჭირო ადგილას მზის საათზე - თვის და რიცხვის მიხედვით, მისი ჩრდილი ციფრების შორის ეცემა და გვანახებს რომელი საათია.

 
სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე ბეჭდვა ელფოსტა

სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ტენდერის შედეგების მიხედვით სამაგრი კედლის აშენების ვალდებულება კომპანია „ტრანსკავკასია“-ს დაეკისრა. სამუშაოების დაწყებიდან მოკლე დროში კედლის აშენებამ გაგარინის აღმართზე ადგილობრივი მცხოვრების სახლების დაზიანება გამოიწვია.

 
ძაღლები ბეჭდვა ელფოსტა

2012 წელს, როდესაც თბილისის მერიის ინიციატივით ძაღლებისათვის მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა, ეს მათთვის ვისაც უპატრონო ძაღლების შიში ჰქონდა სასიხარულო ფაქტი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ სახლშიც მშვიდად დაბრუნდებოდნენ და ცხოველებიც ბევრად უკეთეს პირობებში გააგრძელებდნენ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი ასე არ მოხდა. მერიის "გარეულ და შინაურ ცხოველეთა თავშესაფარში" ეზოებიდან აყვანილი ძაღლები სულაც არ ცხოვრობენ ისეთ პირობებში როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაცია ბევრად უკეთესია ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც ძაღლების ქუჩიდან აყვანას შპს „დებიუტი“, ანუ საქართველოს პირველი ვეტერინარული კლინიკა ახორციელებდა. მაშინ თბილისში ძაღლებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ და ხოცავდნენ.

მაგრამ მაინც... - დახურული ვოლიერები, სადაც ერთად რამდენიმე ძაღლი ჰყავთ მოთავსებული, აუტალნელი სუნი და ანტისანიტარია - ასეთ პირობებში თავშესაფარში დღეისათვის 247 ძაღლი ცხოვრობს.

 
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით გამოწვეული შედეგების შეფასება ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით გამოწვეული შედეგების შეფასება
ქ.თბილისის საკრებულომ 05.06.2009 წელს მიიღო N6-17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ქ. თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს შეიტანა N10-24 გადაწყვეტილებით ცვლილება, რომლითაც თბილისის ტერიტორია მისი შემოგარენის შეერთების ხარჯზე გაიზარდა.  ასეთი ტერიტორიებში აღმოჩნდა სოფლები: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი და სხვა.
თბილისის ტერიტორიების გაფართოების შემდგომ მოხდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით ტყის ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხავა და  მათი გადაცემა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში.
ა(ა)იპ  „უსაფრთხო სივრცის„ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც შეეხება სატყეო სამეურნეო ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხვას, (8106.9 ჰა) რომლის უმეტესი ნაწილი განფენილია  წავკისის, ტაბახმელას, შინდისის და სხვ.  ტერიტორიაზე, ნათლად დაგვანახა, ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების კატასტროფული მდგომარეობა, რომელთა გაჩეხვა დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასე მაგ.:
შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ ეტაპობრივად ხდებოდა  მიწის ნაკვეთების შესყიდვა-გაყოფა და დღეისათვის  შპს „ მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში აღრიცხულია 324890 კვმ-მდე მიწის ნაკვეთი , რომლის უმეტესი ნაწილი 2010 წლის 20 აგვისტოს მთავრობის N1070 განკარგულებით ამორიცხულ იქნა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან. მოცემულ ტერიტორიაზე ბიზნეს-საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებით, მოხდა ამ ტერიტორიის ფუნქციურ-ზონალური ცვლილება. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2012 წლის 10 იანვარს „ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა“ კომისიის მიერ, რომლითაც  მოხდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა და სასოფლო-სამეურნეო ზონის სარეკრეაციო ზონა 3-ითა და სატრანსპორტო ზონა 1-ით შეცვლა. კერძოდ, შპს „მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს ფართობით 283357 კვმ-მდე  მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი, რომელიც ადრე სარგებლობდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სასოფლო-სამეურნეო ზონის სტატუსით. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი განახორციელოს ნებისმიერი მისთვის სასურველი ქმედება, მითუმეტეს რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს რაიმე შემაკავებელი ნორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების ჭრის აკრძალვის შესახებ, ან თუნდაც მასზე ნებართის გაცემის შემთხვევაშიც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ვერ იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული ხეების ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ საკითხის სპეციალისტების მიერ შესწავლას.საექსპერტო დასკვნით, რომელიც შეეხება სოფ.წავკისში მშენებარე გამაჯანსაღებელი კომპლექსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მცენარეული საფარის დახასიათებას და თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას,  ირკვევა, რომ 2012 წელს საკურორტო კომპლექსის მშენებლობის და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით ბუნებრივი ტყის კორომში, დაახლოებით 2ჰა ფართობზე ჩატარდა ტყის პირწმინდა ჭრა. საკურორტო კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის ზედა მხარეს, კოჯრის გზატკეცილიდან ახლადგაყვანილი გზის გასწვრივ გაშენებულია კავკასიური ფიჭვის კულტურა. ტყე კულტურები გაშენდა გასული საუკუნის 30–40იან წლებში და ამდენად დღეს ეს ხელოვნური კორომები, უაღრესად დიდ გარემოსდაცვით და სარეკრეაციო ფუნქციებს ასრულებენ. გზის მონაკვეთის გარდა საკურორტო კომპლექსის მიდამოებში ჭრა ჩატარებულია, აგრეთვე ობიექტის მოპირდაპირე, ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე. დაახლოებით 2000 კვმ ფართობზე ნაკვეთი დატერასებულია.  შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ტყეკაფვის აღრიცხვის უწყისიდან ჩანს, რომ 3152 ხე იქნა გაჩეხილი. სხვა ტერიტორიების შესწავლის შემდეგაც, სავარაუდოდ მსგავსი სიტუაცია შეგვხვდება. აღსანიშნავია ისიც რომ, დღეის მდგომარეობით თბილისის საზღვრებში არსებულ მხოლოდ 400 ჰა მიწის ფართობს აქვს ტყის სტატუსი. ბუნებრივია, ყოველივე ეს ძალიან დიდ  საფრთხეს უქმნის მწვანე ნარგავებს და მთლიანად მწვანე საფარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულს, წინ უძღოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განხორციელებული  ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო სამართლებრივი ქმედებები:
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილებითდამტკიცებული „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების მე–3 მუხლის თანახმად, 06.08.2010წ.  ქ. თბილისის მერმა  გიგი უგულვამ მიმართა თხოვნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონგ. ხაჩიძეს, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, „ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის წესის“ პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც განპირობებული იყო საკურორტო–რეკრეაციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონით ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ მიღებული 2000 წლის 1 დეკემბერს N594–Iს პირველი მუხლით აკრძალული იყო  ქ.თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა. 18.12.2007 წელს (N5642-IIს) ზემოაღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება , რომლითაც შესაძლებელი გახდა   – ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა , მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.
მერიას არანაირი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არ წარუდგენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ ყოფილა  განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განხორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება, რომლითაც მოხდა სატყეო ფონდიდან ფართობების ამორიცხვა ეფუძნება  ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი განიხილას აქ არ თველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ სატყეო სააგენტომ, რომელმაც 2010 წლის 16 აგვისტოს N25/05-2-7/76 წერილით, აღნიშნა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებული მიწის ფართობები ნაწილობრივ განფენილია სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში, საერთო ფართობით 8106.9 ჰა (80788366.4 მ2), ითვალისწინებს რა საკითხის მნიშვნელობას ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ არის წინააღმდეგი განხორციელედეს 8106.9 ჰა მიწის ფართობების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა.
18.08.2010 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ N16/2346/3–10 წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აცნობა რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ტყის ფონდიდან ამორიცხულიქნას აღნიშნულ წერილში მითითებული მიწის ფართობი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ  2010 წლის 18 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსადმი გაგზავნილ N17/08/3905 წერილით მხარი დაუჭირა ქ.თბილისის ადმინმისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საერთო ფართობი 8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვას.
აღნიშნული საკითხი 19.08.2010წ. განიხილა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფოკომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: გ.ხაჩიძე, გ.მამაცაშვილი, პ.ხაჩიძე, ა. ადამია, დ. იოსელიანი, ზ. ბატიაშვილი, პ.ჭიპაშვილი, ა. ცინცაძე, შ. ჯავახაზედავ. გეგლაშვილი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 8106.9 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა. კომისიის გადაწყვეტილებით ( სხდომის ოქმი N8, 19.08.2010წ.) დაევალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის. ამ უკანასკნელმა 19.08.2010 წ. საქართველოს მთავრობას წარუდგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი.
20.08.2010 წ. საქართველოს მთავრობამ განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების ( 8106.9 ჰა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ და N1070 განკარგულებით ამოირცხა სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდიდან  (8106.9 ჰა) მიწის ფართობი და გადაეცა ქ. თბილისის მერიას.
კანონმდებლობაში არსებობს უამრავი ხარვეზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ადრე მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ფონდში არსებული ტყეები უფრო დაცული იყო, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ფაქტობრივად დაუცველი გახდა ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა. ასე მაგ:,
„გარემოს დაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მიღებული 1996 წელს , სატყეო ფონდის მიწების (50-დან 100 ჰექტრამდე ფართობის) არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენება და ტყის ჭრა - 100-დან 500 ჰექტრამდე ფართობის ტყე კაფაზე (ყველა სახეობის ჭრის ჩათვლით) აუცილებელი იყო ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური ორგანოები. ნებართვის გაცემის პროცედურების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო: სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 12/14/2007 N5602 გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ტყის ჭრასთან და სატყეო ფონდის მიწების არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილებით დგება საფრთხე მწვანე ნარგავების განადგურების, ვინაიდან,  არ არსებობს დღესდღეობით კანონით გათვალისწინებული ტყის ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულება.
ამავდროულად თუ თბილისის ირგვლივ მდებარე 7 კილომეტრიანი ზონა ითვლებოდა მწვანე ზონად და აქედან არ იყო დაშვებული სამეწარმეო ჭრები  დღეისთვის არსად არის გაწერილი ამის აკრძალვა.
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხულ (8106.9 ჰა)  ამორიცხული მიწის ფართობებს მიენიჭა ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი. დღეისთვის თბილისის ტერიტორიაზე ტყის სტატუსით დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ 400 ჰა.
ნათელ მაგალითს იმისა თუ  პრაქტიკულად რა შედეგი მოიტანა ამ გადაწყვეტილებებმა წარმოადგენს წავკისის მაგალითი:აქ  გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის შეძენილ მიწაზე ტყეს შეეცვალა სტატუსი და გახდა    ლანდშაფტურ–სარეკრეაქციო ზონა . შემდგომ კი  ტერიტორიას სხვადასხვა დროს მიენიჭა სატრანსპორტო ზონის და სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს მოქმედების თავისუფლებას კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ხეების ჭრაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი რეგულირდება ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N02.01.32 დადგენილებით დამტკიცებული „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესით“, მასში არ არის განსაზღვრული კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოჭრის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. ნებართვას გასცემს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, თუმცა არ არსებობს არანაირი წინაპირობა, თუ რის საფუძველზე უნდა გაიცეს ნებართვა. შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები ფაქტიურად დაუცველია და კერძო მესაკუთრეს საჭიროების შემთხვევაში (მშენებლობის წარმოებისას) ყოველთვის შეუძლია მათი განადგურება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე გაცემული ნებართვის საფუძველზე.
საქართველოს მთვარობის 2010 წლის  20 აგვისტოს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ N 1070 განკარგულება არის უკანონო. ვინაიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი დასაბუთების და საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე.  არყოფილა ეს საკითხი შესწავლილი არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და არც საქართველოს კულტურისა და ძელგთადაცვის სამინისტორების მიერ.
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით. ზემოაღნიშნული კანონის მუხლში პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილების შემთხვევაში. ქ. თბილისის მერიამ იმდაგვარად დასვა საკითხი დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, რომ ამის არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ქ. თბილისის მერიას არ წარუდგენია არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ არის განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება ეფუძნება ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს,  მათი  მხრიდან შემდგომი რეაგირებისათვის.
ასევე,  2014 წლის 25 მარტს „უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქ.თბილისის საკრებულომ 05.06.2009 წელს მიიღო N6-17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ქ. თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს შეიტანა N10-24 გადაწყვეტილებით ცვლილება, რომლითაც თბილისის ტერიტორია მისი შემოგარენის შეერთების ხარჯზე გაიზარდა.  ასეთი ტერიტორიებში აღმოჩნდა სოფლები: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი და სხვა.

 
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 1050 არარსებული ხის მოჭრაზე ბეჭდვა ელფოსტა
თბილისის მერიამ 1050 ხის მოჭრის, დასაწყობებისა და გატანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (სპა 140001850).  სატენდერო დოკუმენტაციაში მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. ორგანიზაცია  „უსაფრთხო სივრცემ“ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. 19 თებერვალს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ვიდეოჩანაწერს.
სანიტარული ჭრის ჩატარების აუცილებლობას ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ არ უარყოფს. გამხმარი ხეები ნამდვილად უნდა მოიჭრას, თუმცა მანამდე უნდა ჩატარდეს კვლევა, აღნიშვნა და აღრიცხვა, რომელიც ასეთი ჭრის აუცილებლობას დაადასტურებს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ტენდერი შარშანაც გასაჩივრდა (სპა 130005213).  მაშინ დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ დავების საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მერიის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.
საცივრის საფუძველია ის, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (სპა 140001850) 1050 ხის მოჭრის, დასაწყობების და გატანის მომსახურების  შესყიდვაზე, კანონდარღვევითაა შედგენილი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას. აღნიშნული სატენდერო დავალება არ მოიცავს: შესასყიდი სამუშაოების მოცულობას (არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კატეგორიის ხეები უნდა მოიჭრას) და მომსახურების გაწევის ადგილს( მოსაჭრელი ხეების მისამართები, თვით შემსყიდველისთვისაც კი უცნობია).
ტენდერი (სპა 140001850) სანიტარულ ჭრაზეა გამოცხადებული. „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში“, ასეა განსაზღვრული სანიტარული ჭრა:  „სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა.“ შესაბამისად, სანიტარულ ჭრებზე გამოცხადებულ ტენდერში უნდა იყოს სპეციალური გამოკვლევის და აღრიცხვის მასალები, რაც საფუძვლად დაედება მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ სანიტარულ ჭრას. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში  კი არცერთი ეს დოკუმენტი არ არის ატვირთული. გასაოცარია, რომ დავების საბჭოში საჩივრის განხილვისას, თბილისის მერიის წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ მოსაჭრელი ხეების კვლევაც და აღრიცხვაც შემდეგში განხორციელდება თავად მიმწოდებლის მიერ.  კითხვაზე, თუ საიდან გამომდინარეობს მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, როდესაც არ არსებობს წინასწარი კვლევები, მერიის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ მოსაჭრელი ხეების რაოდენობა ბიუჯეტის მიხედვით ისაზღვრება.
პ.ს. რაც შეეხება სანიტარულ ჭრას, თბილისის მერია ამ ცნებას იმ შემთხვევაშიც წარმატებით იყენებს, როდესაც, რეალურად, სპეციალური ჭრა ხორციელდება. მაგალითად, ასათიანის #10–ში, ხეების მოჭრისას, ნებართვები  სანიტარული ჭრაზე გაიცა,  მაშინ, როდესაც ის მშენებლობის მიზნით ტერიტორიის გასუფთავებას ითვალისწინებდა და, თავისი არსით,  სპეციალური ჭრა იყო.
თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური მწვანე ნარგავების მოვლისას სარგებლობს „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესით“. ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „უსაფრთხო სივრცის“ იურისტმა შეადგინა წესი, რის მიხედვითაც უნდა შედგეს სატენდერო დოკუმენტაცია. გთავაზობთ უცვლელად:
ტექნიკური დავალების ძირითადი სავალდებულო მოთხოვნები:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 12 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ქვეპუნქტი:
დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას.
ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის მე3 მუხლი განსაზღვრავსმწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს:
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ამავე წესის მე- 4-ის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი:
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
მე-8 მუხლის კი განსაზღვრავს: მოვლითი ჭრებისას, მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

თბილისის მერიამ 1050 ხის მოჭრის, დასაწყობებისა და გატანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (სპა 140001841).  სატენდერო დოკუმენტაციაში მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. ორგანიზაცია  „უსაფრთხო სივრცემ“ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. 19 თებერვალს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ვიდეოჩანაწერს.

 

{youtube width="500" height="400"}6i-1CCELVo4{/youtube}

 
ტყე, რომელიც ტყე აღარ არის ბეჭდვა ელფოსტა

რატომ ამორიცხეს  თბილისის გარშემო ტყეებიდან  8106 ჰა. ტყე ტყის ფონდიდან?
"ტყე იყო აღიარებული და ახლაცაა აღიარებული სასიცოცხლო მოვლენად. ტყის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იქნება: ეს ცოტა მხატვრული ნათქვამია, მაგრამ კარგადაა ნათქვამი. ერთი ასეთი გამოთქმა ეკუთვნის ეგზიუპერს:  წყლის გარეშე არ არის სიცოცხლე, ხოლო წყალი, არ არის ტყის გარეშე. იმისათვის, რომ  წყალი იყოს გამოყენებადი და არა დამანგრეველი, ამის მარეგულირებელი მხოლოდ და მხოლოდ ტყეა. რომ არაფერი ვთქვათ, ტყის  იმ მნიშვნელობაზე, რომ ის ნახშირბადის აკუმლიატორია, რომ  დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგს შთანთქავს და  ჟანგბადს გამოყოფს. რაც უფრო განვითარდა მრეწველობა, რაც უფრო ურბანული გახდა ჩვენი ცხოვრება, ნახშიროჟანგის გამოყოფა გაცილებით ჭარბობს  იმ ენერგიას, რაც გააჩნია ტყეებს. ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის აუცილებელია, რომ იქ არსებობდეს მწვანე საფარი. მწვანე საფარიდან კი ყველაზე მაღალი ეფექტის მომცემი ტყეა.“ –  გვესაუბრება  გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს მთავარი მეტყევე ლერი ჭოჭუა.  თავის დროზე, თბილისის გარშემო ტყეების გაშენება სწორედ ამ მნიშვნელობის გააზრების შედეგად დაიწყო.
 
ბავშვის თვალით დანახული სამყარო ბეჭდვა ელფოსტა
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა?  ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების  ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება. ამოცანა ასეთი იყო:  ბავშვებს  ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ  იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო. ყველას განსხვავებული თემა ჰქონდა და ყველა ნამუშევარი ორიგინალურია. ძალიან საინტერესოა  გურანდა ტაბატაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია – „დედამიწა“ : ძველ ქოლგებზე მოხატულ–მოქარგული, 2 ქოლგაზე განაწილებული, 2 ნახევარსფერო. ნოდარ დეკანოსიძის ნამუშევარში „ეგვიპტე“  ასახულია  ეგვიპტის ყველა ღირსშესანიშნაობა: პირამიდები, სფინქსი, ძველეგვიპტური ღვთაებები, ფარაონთა  სამარხები, ნილოსი, აქლემების ქარავანი,  უცხოდ ფრთებმოხატული ფრინველები, ეგვიპტური იეროგლიფები. დათო ჩილაჩავას „საქართველო“  დღევანდელ საქართველოზე ბევრად დიდია. რუკაზე შავი ზღვა მართლაც შავია, ხოლო ყველგან ძველქართული წარწერები ჩანს. საქართველოს რუკაზე  საქართველოს ისტორიაა ასახული: არგონავტებიდან დაწყებული, ერეკლე მეორით დამთავრებული. ნამუშევრიდან ჩანს საქართველოს განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის: რუკის თითქმის ყველა წერტილში ბრძოლებია გაჩაღებული. ასევე საინტერესოა გიორგი ქებურიას „ციხე“. სურათი ნახევრად აბსტრაქტულია, იგრძნობა დაძაბულობა. რუკის მთავარი ხაზი არის გზა, რომლითაც „პატიმრები“ თავიანთ შემოსაზღვრულ  სამყაროში გადაადგილდებიან. ძალიან ლამაზია ნათია გურაბანიძის „რაჭა“: რუკა მთლიანად ფერადი ნაჭრების ფრაგმენტებითაა შექმნილი და ხალისიან განწყობას ქმნის. ნამუშევარში „სომხეთი“ სომხეთის ისტორიაა აღწერილი: ჩანს სომხეთ–თურქეთის ბრძოლა არარატის მთის ირგვლივ. კატია სიმაგინას „რუსეთის“  ნახვისას ცხადი ხდება, თუ რამდენი ინფორმაცია მოუძიებია  ავტორს ამ ნამუშევრის შექმნისას: რუკაზე საზღვრები განსაკუთრებით კარგადაა გამოკვეთილი, აღნიშნულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კერები, გამოყოფილია რუსეთი სხვადასხვა კუთხე თავისი თავისებურებებით: ტუნდრაში ესკიმოსებისა და ლოსის გამოსახულებას ვხედავთ, ხოლო  მოსკოვში:  გაპრანჭული გოგო–ბიჭების. ქეთი აკოპაშვილის „ინგლისი“ მოიცავს ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და  სიმბოლურ ფიგურებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ  შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონი,  ბუკინგემის სასახლე და დედა დედოფალი,  სტინგი და რობინ ჰუდი... რუსიკო ტანბატაძესა და ია ცეკვავას  ერთი თემა აქვთ: „სოფელი“,  თუმცა მათი გადაწყვეტა აბსოლიტურად განსხვავებულია. რუსიკო ტაბატაძის „სოფელი“ ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის განწყობას ქმნის, ხოლო ია ცეკვავას ნამუშევარი – შავ–თეთრი.  სწორედ ია ცეკვავას ნამუშევრიდან წამოვიდა იდეა შექმნილიყო მსგავსი ნამუშევრების სერია.  ნაილი ვახანიას  „აფრიკა“ მთლიანად აფრიკის კინტინენტს მოიცავს. გამოკვეთილია ეგვიპტე თავისი პირამიდებით, იეროგლიფებით, სარკოფაგებითა და სფინქსით. აფრიკის კონტინენტის გარშემო აღნიშნულია პატარ–პატარა, ველური კუნძულებიც. გიორგი შანიძის „ამერიკაში“ გაერთიანებულია    ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები. ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი პასაჟია ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ იორკის ცათამბჯენებით, თეთრი სახლით, თავისუფლების ქანდაკებით, დოლარითა და ბანკებით.  სამხრეთ ამერიკის მთავარი თემა ბრაზილია და არგენტინაა: რიო დე ჟანეირო,  ფეხბურთი, კარნავალი და სერიალები.
ასეთია ბავშვის თვალით დანახული სამყარო.
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა?  ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების  ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება.ამოცანა ასეთი იყო:  ბავშვებს  ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ  იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო.
 
"უსაფრთხო სივრცის" მიერ გასაჩივრებული ტენდერები ბეჭდვა ელფოსტა
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.
ნანა რამიშვილი: „წარმოებაში გვაქვს 3 სარჩელი: გლდანის, ნაძალადევის და კრწანისის გამგეობების მიერ  გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ეს ტენდერები (SPA130020875; SPA 130021761; სპა130021268), თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით,  დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, მაგრამ დავების განხილვის საბჭომ საჩივარი  არ დააკმაყოფილა.  ეს გადაწყვეტილება იმ დოკუმენტაციასთან ერთად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გვაქვს გასაჩივრებული. სამივე ტენდერის გასაჩივრების მოტივი სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილება  იყო.  კერძოდ,  ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული  იმ ხეების კონკრეტული  მისამართები, რომელთა მოჭრაზე, გადაბელვასა და ფორმირებაზე იყო გამოცხადებული ტენდერი.  ეს  კანონის პირდაპირი დარღვევაა, რადგან შესყვიდვების შესახებ კანონიც,  დებულებაც და წესიც ითვალისწინებს იმ ადგილის კონკრეტულად მითითებას,  სადაც შესყიდვა უნდა განხორციელდეს . დავების საბჭოს მოტივაცია იყო ის, რომ რაიონების  ტერიტორია, შედარებით შემოსაზღვრულია  და უფრო გასაგებია სად უნდა განხორციელდეს მომსახურება. ამასთან, დავების  საბჭომ გამგეობების პოზიცია გაიზიარა  იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი  მოჭრებს, გადაბელვებს და ფორმირებებს მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებების   საფუძველზე ახორციელებენ  და წინასწარ მათთვის არ არის ცნობილი, სად რა მომსახურება უნდა განხორციელდეს.  ჩვენ ამ პოზიციას არ დავეთანხმეთ იმ ნაწილში, რომ მათ ჯერ განცხადებები უნდა შეეკრიბათ    და რაც უკვე ცნობილია, რომ მოსაჭრელია, იმაზე გამოეცხადებინათ  ტენდერი.  ამას კანონი  არ უკრძალავს არც  გამგეობას და ა რცერთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებას.  სამივე სარჩელი წარმოებაშია მიღებული, ხოლო  სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.“

ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.

 
თბილისის მერია დავების განხილვის საბჭოს სასამართლოში უჩივის ბეჭდვა ელფოსტა
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში:  „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“  უკვე მოგაწოდეთ.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა.
2013 წლის 22 იანვარს  თბილისის მერიამ  ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (სპა 130001810) გამოაცხადა. ტენდერი ჯამში 5790 ხის  გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული (1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, 3300 ხის ფორმირება). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი შ.პ.ს. „თბილისის შადრევნების“ (ფირმა, რომელიც ტენდერში  მონაწილეობას არ იღებდა) საჩივრის შედეგად დავების განხილვის საბჭომ შეაჩერა. საჩივრის ძირითადი  საფუძველი იყო ის, რომ თბილისის მერიას, მომსახურების გასაწევი  5790 ხიდან არცერთის მისამართი არ ჰქონდა  მითითებული. გთავაზობთ ოქმიდან ამონარიდს, თუ როგორ ასაბუთებს თბილისის მერიას თავის პოზიციას: „1990 ხე რაოდენობრივად გამომდინარეობს ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მისამართებს, ხის მისამართის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. 1990 ხე მდებარეობს ქალაქში, ასევე პარკებში. ქარიშხლის გამო, რომელიც შარშან მოხდა, საჭირო გახდა ხეების მოჭრა. თუმცა, კონკრეტულად, რომლის მოჭრის საჭიროება იდგა, რათქმაუნდა,  ვერ განისაზღვრებოდა. წინასწარ ვერ განისაზღვრება, ამიტომ, წლის განმავლობაში დგინდება კონკრეტული მისამართები მონიტორინგის საფუძველზე. დამკვეთი არის პასუხისმგებელი, თუ რომელი ხე უნდა მოიჭრას კონკრეტულად“. დავების საბჭომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას ახალი სატენდერო დავალების შექმნა დაავალა. დავების საბჭოს გადაწყვეტილებით სამუშაოს ადგილმდებარეობის განსაზღვრა „თბილისის ტერიტორიით“ ძალიან ზოგადი იყო, ამიტომ მერიას  მინიმუმ, იმ ხეთა ადგილმდებარეობა უნდა მიეთითებინა,  რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის აუცილებლობა უკვე ცნობილი და დასაბუთებულია.
2013 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიამ განახლებული ტენდერი (სპა 130005213) გამოაცხადა, სადაც დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ტენდერი, ამჯერად, ჯამში 8850 ხის (2200 ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა, 6000 ხის ფორმირება) გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული. ხეების რაოდენობა  3060 ძირით გაიზარდა, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა( 20 000 ლარით გაიზარდა). თბილისის მერიამ მისამართებიც წარმოადგინა: ჯამში 16 მისამართი (მოსაჭრელი 8 ძირი ხე, გადასაბელი 19 და ხე რომელსაც ფორმირება ესაჭიროება 17 )ჯამში 44 ხე. განმეორებითი ტენდერი, ამჯერად, „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარემ ანა გაბრიაძემ გაასაჩივრა. საჩივარში ვკითხულობთ:    „ დავალების შესწორება არ უნდა ჩაითვალოს დავების საბჭოს დავალების შესრულებად, რადგან ამ შესწორების შედეგად სატენდერო დოკუმენტაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ნაცვლად 5 790 ძირი ხისა რომლის მისამართი არ იყო მითითებული, დღეისთვის არის 8 806 ძირი, რომლის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი, და არანაირი საბუთით არ დასტურდება მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ჩდება კითხვა:  თუ არ არის ცნობილი ხის მდებარეობა,  საიდან არის ცნობილი,  რომ საჭიროა მისი მოჭრა, გადაბელვა ან ფორმირება.“   დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.  თბილისის მერიამ დავების საბჭოს  სასამართლოში უჩივლა.  სასამართლო პროცესში „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარე ანა გაბრიაძე მესამე პირად იქნა ჩართული და ორგანიზაციის იურისტები ამ საკითხზე მუშაობდნენ. სასამართლომ, 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით,  თბილისის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში:  „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“  უკვე მოგაწოდეთ.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს.  არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა. 

 
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა ელფოსტა
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი #3: როგორ მოვიპოვოთ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია?
 
 
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა ელფოსტა
ნაწილი1: როგორ მოვიძიოთ ნაკვეთის საკადასტრო კოდი

სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
 
პრეზიდენტის ბოლო მესიჯი ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 36 000 კვ.მ.), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით,  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
მზიურის  საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია  52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით.  ტერიტორია ნაკვეთებათაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან  პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც „მზიურს“ განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
„მზიურის“  ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ იურიდიული კვლევა „უსაფრთხო სივრცის“ საიტზე ჯერ კიდევ 2012  წლიდან დევს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პარკის საზღვრები  2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და  ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით,  თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა  და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა.
2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა  ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის“ სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155;  01.14.14. 005.160;  01.10.16.008.013;  01.10.16.008.014;  01.10.16.008.015; 01.14.14.009.018;   01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030;  01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134;  01.10.17.023.011;  01.10.17.023.006.
კერძო  ნაკვეთებზე ზემოთხსენებული  სტატუსის გაუქმება მესაკუთრეს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონა2–ის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს (ზონალური შეთანხმებით), რის შედეგადაც, შესაძლებელია, „მზიურის“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები  ვიხილოთ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 4,7 ჰექტარი), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით,  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა. 

 
აქციების ტალღა გამწვანებული ტერიტორიების დასაცავად ბეჭდვა ელფოსტა

გამწვანებული ტერიტორიების დაცვის მიზნით თბილისის საზოგადოების  ნაწილი საპროტესტო აქციებს რეგულარულად მართავს. მოსახლეობა სარეკრეაციო ზონების შენერჩუნებას და მათ მშენებლობისგან დაცვას ითხოვს. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ გთავაზობთ საპროტესტო აქციების ვიდეოჩანაწერებს.

1) ასათიანის #10: საბურთალოს მოსახლეობა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და გამწვანებული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

{youtube width="500" height="400"}t0-wLsxfl6Y{/youtube}

 
შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან ბეჭდვა ელფოსტა

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა  რაოდენობა, რომლებიც  თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს  არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში   ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მოსახლეობის აქტიურობამ პიკს მიაღწია რამდენიმე „ცხელ“, წერტილში, როგორიცაა:  ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია –  ასათიანის #10, სადაც გამწვანებულ ტერიტორიას გაჩეხვა ემუქრება 8 ცათამბჯენის აშენების მიზნით;   კუს ტბის ფერდობი –  სადაც ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, სტატუსის ცვლილებისა და  გასხვისების შედეგად, რესტორნის აშენებაა დაგეგმილი;  წავკისი  – სადაც წავკისის ტყეში, თბილისის მერიის მიერ გასხვისებულ, დაახლოებით 20 ჰა მიწის ფარდობზე გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოსახლეობის პროტესტი პერმამენტულ აქციებში გამოიხატა.ამ თემაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საკრებულოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა  რაოდენობა, რომლებიც  თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში   ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

 
რა ბედი ელის 2 მილიონ 640 ათას ლარს? ბეჭდვა ელფოსტა

ანუ, რამდენი ხე, ბუჩქი და ურნაა ქალაქში

 

26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის“ 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988;  სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა.  საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერით, თბილისის რამდენიმე რაიონში  უნდა აღიწეროს  ხეები, ბუჩქები, ურნები, წყლის სოკოები, დეკორატიული ქოთნები, სკამები,კედლის სანათი, პროჟექტორი, მონუმენტი და ა.შ. ტენდერის შემსრულებელმა ორგანიზაციამ თან რუკაზე უნდა დაიტანოს თითოეული ობიექტი, თან განსაზღვროს რომელ ხეს უნდა ჩაუტარდეს ფორმირება, გადაბელვა, რომელია ხმელი, არახმელი და ა.შ. ამ ყველაფრის განსაზღვრა და შესრულება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სატენდერო დოკუმენტაციით კი  არ არის განსაზღვრული რა კვალიფიკაციის, რომელი პროფესიის  წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი მომსახურება;

26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის“ 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988;  სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა.  საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება. 

 
თოჯინების მუზეუმის ბედი პრაღასა და თბილისში ბეჭდვა ელფოსტა

პრაღა: თოჯინების მუზეუმი  ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაწილში

პრაღის სათამაშოების   მუზეუმი ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ქალაქში. მუზეუმი ქალაქის ძველ უბანში, ძველებურ კოშკშია განთავსებული, რომელიც სახლის სხვენს მოგვაგონებს: სავსეს ბევრი ძველი ნივთით და საიდუმლოებებით. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ შეგიძლიათ ნახოთ   როგორც ანტიკური ხანის, ინდოელების მიერ პურისგან გაკეთებული სათამაშოები, ასევე თანამედროვე თოჯინები . პრაღის სათამაშოების მუზეუმი ერთერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში: იგი 5000–მდე ექსპონატს ითვლის, მათგან ყველაზე ძველი  ექსპონატის ასაკი კი  2000 წელს აღწევს. მუზეუმში განთავსებულ ექსპონატთა შორისაა  სახელგანთქმული თოჯინა ბარბი, რომელსაც გამოჩენილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი ამშვენებს.

 
თბილისის სარეკრეაციო ზონების კვლევა ბეჭდვა ელფოსტა

 

დგომარეობის გამოსწორება მოსახლეობის აქტიურობითაა შესაძლებელი
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ 2011 წელს დაარსდა, თუმცა ორგანიზაციის კოლექტივს, არაოფიციალურად, ამ სფეროში გამოცდილების  10 წლიანი გამოცდილება  აქვს. ორგანიზაციის წევრები და პროექტის განმახორციელებლები 2002 წლიდან აქტიურადიყვნენ ჩართულნი დიღმისტყე-პარკის გადარჩენისსაქმეში.  აქციები უკანონობების  წინააღმდეგ, 2000 ადამიანის ხელმოწერა ტყის ტერიტორიისთვის სტატუსის  მისანიჭებლად, ტყე–პარკის რეაბილიტაციაში მონაწილეობა,  სასამართლოში სტატუსის დასაბრუნებლად დავა, ამ თემაზე  საგამოძიებო ფილმის გადაღება -  არასრული  ჩამონათვალია იმ  აქტივობებისა, რომელიც მათ ამ 10 წლის მანძილზე განახორციელეს.   პროექტ „თბილისის ’ეკოლოგიის’’ ფარგლებში, რომელიც 2011–2012 წლებში  განხორციელდა, ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“   თბილისის სარეკრეაციო ზონები და გარემოსდაცვითდაეკოლოგიურსფეროშითბილისისსაკრებულოსადამერიისსაქმიანობაშესწავლა, ასევე, ჩატარდათბილისისფიტოსანიტარულიმონიტორინგი.   პრობლემები, რომელიც შარშანდელი პროექტის მიმდინარეობისას  წარმოიშვა, დღესაც აქტუალურია.  გთავაზობთ  მასალას ფოტოსურათებით, რათა უფრო თვალნათელი გახდეს პრობლემის არსი. პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც საზოგადოება გააცნობიერებს, რომ საკუთარი უსაფრთხო გარემოს შექმნაზე თავად უნდა იზრუნოს, გახდეს აქტიური და მეტად  ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

მდგომარეობის გამოსწორება მოსახლეობის აქტიურობითაა შესაძლებელი

 

ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ 2011 წელს დაარსდა, თუმცა ორგანიზაციის კოლექტივს, არაოფიციალურად, ამ სფეროში გამოცდილების  10 წლიანი გამოცდილება  აქვს. ორგანიზაციის წევრები და პროექტის განმახორციელებლები 2002 წლიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი დიღმისტყე-პარკის გადარჩენის საქმეში.  აქციები უკანონობების  წინააღმდეგ, 2000 ადამიანის ხელმოწერა ტყის ტერიტორიისთვის სტატუსის  მისანიჭებლად, ტყე–პარკის რეაბილიტაციაში მონაწილეობა,  სასამართლოში სტატუსის დასაბრუნებლად დავა, ამ თემაზე  საგამოძიებო ფილმის გადაღება -  არასრული  ჩამონათვალია იმ  აქტივობებისა, რომელიც მათ ამ 10 წლის მანძილზე განახორციელეს.  

 
ელიავას ბაზრობა კორპუსის ეზოს უტევს ბეჭდვა ელფოსტა
ელიავას ბაზრობა კორპუსის ეზოს უტევს
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცეს“ აგლაძის 26–ში,  ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ  მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა.  მათი განცხადებით, 12 სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, მთელ სიგრძეზე,  განლაგებული ვულკანიზაციებიდან მომდინარე  ვიბრაცია, ტოქსიკური სუნი და ხმაური უკვე 12 წელია აწუხებთ.  მოსახლეობის თხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა ვიბრაციის და ხმაურის დონე შეამოწმა და ახლა შედეგებს ელოდებიან.
ანა კუხაშვილი  (აგლაძის #26–ის მაცხოვრებელი): მეორადი საბურავების საწყობები, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტები სახლის ქვემოთ დაახლოებით 12 წელიწადზე მეტია რაც განლაგებულია.  სახლის ქვემოთ ინახავენ მეორად საბურავებს,  გვაწუხებს საშინელი სუნი, ვიბრაცია, ანტისანიტარია, ხმაური.  დაახლოებით დილის 7 საათიდან იწყებენ მუშაობას, მათ შორის არასამუშაო დღეებშიც. ღამის რვა საათამდე, ზაფხულში 9–მდეც არიან. ვითხოვთ, რომ ცოტა გვიან მაინც დაიწყონ მუშაობა, ან ისეთი აგრეგატები შეიძინონ,  ხმაურის დონემ ცოტა დაიწიოს.  ამას   მოყვება ხოლმე კონფლიქტი.  ამ ობიექტებში დაახლოებით 2000–მდე საბურავია და ძალიან ადვილი მისახვედრია ის, თუ რა სუნი დგას  გარშემო. დილიდან ღამემდე  ფანჯრის გაღების შანსი არ გვაქვს.  გარემოს დაცვიდანაც იყვნენ, შეამოწმეს ხმაურის, ვიბრაციის დონე. ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ, როგორც გვითხრეს,  სამჯერ გადააჭარბა ნორმას. ახლა წერილობით დასკვნას ველოდებით.
მარინა დარსაველიძე  (აგლაძის #26–ის მაცხოვრებელი):  ისეთი აპარატურა აქვთ, რომ სახლი ზანზარებს. რომ ჩართავენ 5 ბალიანი მიწისძვრა გვგონია ყველას. დილას 8–ის ნახევარზე რა  უნდათ რომ მოდიან,  საშინელი ხმაურია დილიდან. ადამიანმა არ უნდა დაიძინო დილას?
გარდა კორპუსის ქვეშ  გახსნილი ვულკანიზაციებისა, მოსახლეობას მიმდებარე სკვერის ბედიც აწუხებს. მათი თქმით ელიავას ბაზრობა ნელ–ნელა სკვერში ინაცვლებს, რითაც  სკვერის ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება. მართლაც, ნათელია, რომ სკვერის ნაწილი  მეორადი საბურავების ნაგავსაყრელადაა ქცეული, ხოლო მიმდებარე სტადიონი მთლიანად ავტოშემკეთებელი საამქროებითაა შემოსაზღვრული. მოსახლეობა ამბობს, რომ  მათ პარლამენტში გარემოს დაცვის დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის   ხელმძღვანელს გია ცაგარეიშვილს მიმართეს განცხადებით, რომელიც მათ საკანონმდებლო ცვლილებებს დაპირდა.  ჯერჯერობით, ცვლილებები არ ჩანს, მაგრამ მოსახლეობას იმედი აქვს და იმედი ხომ ბოლოს კვდებ

   ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცეს“ აგლაძის 26–ში,  ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ  მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა.  მათი განცხადებით, 12 სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, მთელ სიგრძეზე,  განლაგებული ვულკანიზაციებიდან მომდინარე  ვიბრაცია, ტოქსიკური სუნი და ხმაური უკვე 12 წელია აწუხებთ.  მოსახლეობის თხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა ვიბრაციის და ხმაურის დონე შეამოწმა და ახლა შედეგებს ელოდებიან. 

   

 
პარკი თუ სამშენებლო მოედანი? კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების ჭიდილი ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ბეჭდვა ელფოსტა
ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიას პარკის სტატუსი არასოდეს ჰქონია,   რეალურად კი ის დიდი ისტორიის მქონე პარკია.  პარკი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ირგვლივ, შრომითი თერაპიის ფარგლებში, იქ მომუშავე ფსიქიატრებს და მათ პაციენტებს გაუშენებიათ. ერთადერთი პარკი, რომელიც დღეს საბურთალოს შემორჩა,  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიერაა გაშენებული. თავისთავად საინტერესოა საკითხი, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ  დიდი ისტორიის მქონე ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაუქმება  მისი გარემონტების და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად. სად წავიდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, არის თუ არა საკმარისი პაციენტების მომსახურების დასაკმაყოფილებლად  ის რამდენიმე ფსიქიატრიული განყოფილება, რომელიც სხვადასხვა კლინიკებში გაიხსნა, რა გაკეთდა რეალურად ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს სხვა თემა და ცალკე კვლევის საგანია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციას ცდება.  ჩვენი ორგანიზაცია ამ მოვლენებში მოსახლეობის აქტივობის შედეგად ჩაერთო.  არასამთავრობო ორგანიზაციები და სამთავრობო სტრუქტურები გამუდმებით  მოუწოდებენ მოსახლეობას აქტიურად ჩაებას მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში  და,  აი ,  მოსახლეობამ ხმა ამოიღო: ავრცელებს ელექტრონულ პეტიციას, რომელსაც 5000 მდე ადამიანმა მოაწერა ხელი, აგროვებს ხელმოწერებს,  მართავს შეხვედრებს ,  აწყობს აქციებს  და თავგამოდებით იცავს  მრავალწლოვან ხეებს გაჩეხვისაგან.  თავის დროზე ხელისუფლებამ ეს ტერიტორია ისე გაასხვისა, აქ გაშენებული პარკი  საერთოდ ვერ შენიშნა.  ტერიტორია, როგორც უნიკალური ნარგავებით გაშენებული პარკი, არ შეფასებულა.  მოსახლეობას მოუხდა  იმის მტკიცება,  თუ რამდენად  ღირებულია ეს ტერიტორია. მათი  ძალისხმევით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“  ასათიანის #10–ში  ხეების აღწერა ჩაატარა.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობით 4 ჰექტარს აღწევს, 600 მდე ხეა, რომელთა შორისაცაა უნიკალური, წითელ წიგნში შეტანილი ჯიშები.   აი რას წერს გიგი უგულავას ამ პარკის შესახებ  ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდენტი გია ნახუცრიშვილი , რომელიც  ხეების აღწერაში მონაწილეობდა: „ამ პარკის შესწავლამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბოტანიკოსებზე, რადგან ტერიტორიის არც თუ ისე დიდ ფართობზე ჩვენს მიერ აღწერილ იქნა წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეების 600–მდე ინდივიდი, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენს 60–70 წელს, ხოლო  მათი საშუალო სიმაღლე აღწევს 20–30 მეტრამდე. ეს ქალაქის დიდი სიმდიდრეა, ყველა ამ მცენარის ზრდას დიდი დრო სჭირდება, –  სულ მცირე 20–40 წელი. გარდა მაღალტანიანი მცენარეებისა,  პარკში შესანიშნავადაა დაცული ბუჩქოვანი მცენარეებისგან შექმნილი ხეივნები, რომელთა შორისაცაა ზოგიერთი იშვიათი და ენდემური სახეობა. გავრცელდა  ხმა ამ პარკის გაჩეხვის შესახებ, რომლის დაჯერება ჩვენთვის წარმოუდგენელია. მოგმართავთ თხოვნით: ეს პარკი გამოაცხადოთ როგორც თბილისის ერთერთი ძეგლი და არ მოხდეს ამ ტერიტორიიდან არცერთი მცენარის გატანა“.
ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე, ასათიანის #10–ში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო ინვესტორსა და ასათიანის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.  2012 წლის 10 ოქტომბერს ტერიტორიის მფლობელმა  BD Property-მ  თბილისის მერიასთან მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად განაშენიანების რეგულირების პროექტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე ექვსი 24 სართულიანი და ორი  30 სართულიანი ცათამბჯენის აშენებაა  განსაზღვრული.  მშენებლობის ნებართვა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი 30 სართულიანი ნაგებობის ასაშენებლადაა გაცემული, მაგრამ რადგან განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეთანხმებულია თბილისის მერიასთან, ინვესტორს   დანარჩენი შენობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის მიღება არ გაუჭირდება.   მოსახლეობის პროტესტს, პირველ რიგში, ამ  ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ნარგავების გაჩეხვის საფრთხე იწვევს (როგორც ჩანს, არც თუ უმიზეზოდ). მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი არასოდეს ჰქონია, მოსახლეობა მას „საბურთალოს პარკს“  და „საბურთალოს ფილტვებს“ უწოდებს.  (ლინკი #1)
ინვესტორებსა და მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფს შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა: ერთი საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება– თბილისელების“ ინიციატივით და მეორე გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრის ხათუნა გოგალაძის  ინიციატივით. ორივე შემთხვევაში შეხვედრა მწვავე კამათში გადაიზარდა და კონსესუსი არ შედგა.   შეხვედრაზე ინვესტორის წარმომადგენელი  გულზე ხელის დადებით ირწმუნებოდა, რომ ისინი ხეების მოჭრას არ აპირებენ, რომ მხოლოდ დაავადებული 37 ხე მოიჭრება და, საკომპენსაციოდ, 3–ჯერ მეტი დაირგვება.  (ლინკი)
ამ სტატიის მზდების პროცესში   ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე ხეები მაინც მოიჭრა, რასაც მოსახლეობის  მხრიდან  პროტესტი და  აქციების ახალი ტალღა მოყვა. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  მოვლენების განვითარების თანამონაწილე და თვითმხილველი გახდა. აქციაზე  მისულებს მოსახლეობამ მოგვაწოდა სახლების აივნებიდან გადაღებული კადრები, თუ როგორ ჭრიან  დაქირავებული მუშები   სრულიად ჯანსაღ მცენარეებს. (ლინკი#2)
ინვესტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ 137 ხის მოჭრის ნებართვა, ოფიციალურად, მერიისგან ჰქონდათ მიღებული. ლადო აბრამიშვილი (არქიტექტორი, ინვესტორის წარმომადგენელი):
– ნებართვა გვაქვს 100 ხის სანიტარულ ჭრაზე და დამატებით კიდევ 37 ხეზე. მარტო იმ ნაკვეთზე, რომელზეც მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
–  შეგიძლიათ ეს ნებართვები ელექტრონულად მოგვაწოდოთ?
– არა. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მერიას და გამოითხოვოთ ნებისმიერი დოკუმენტაცია.
– დამიზუსტეთ თუ შეიძლება, 100 ხეზე გქონდათ სანიტარული ჭრის ნებართვა? და იმ 37 ხეზე როგორი ნებართვა გქონდათ?
– 100–ზე გვქონდა სანიტარული ჭრის ნებართვა. ხოლო 37–ზე, მითითებულია კონკრეტულად ჩემს მიერ ჩაბარებულ დოკუმენტებში, რომ ის 37 ხე უნდა მოიჭრას. ვინაიდან, ვიზუალური მხარე დაკარგულია და მე იქ მჭირდება შენობა.
თბილისის მერიაში  მხოლოდ 37 ხის მოჭრის ნებართვას ადასტურებენ. 37 ხის ნებართვის დოკუმენტია  ატვირთული მშენებლობის ნებართვის მისაღებად თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე tas.ge. ეს მაგიური რიცხვი 37 მუდმივად ფიგურირებდა ინვესტორსა და მოსახლეობას შორის ხეების მოჭრის თაობაზე საუბრების დროს. მაგრამ მოიჭრა 46 ხე, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის მესაკუთრე დააჯარიმა და საკითხი ამ ეტაპზე ამით დასრულდა. თუმცა, მოსახლეობის მხრიდან აქციებს პერმამენტული ხასიათი აქვს. ისინი დანებებას არ აპირებენ და ხელისუფლებას ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.
გასხვისების ისტორია
2010 წლის თებერვალში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იანვრის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები  გააცნო. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიული დაწესებულებების მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე, არაეფექტური მკურნალობის სქემებსა და მედპერსონალის კვალიფიკაციაზე. მონიტორინგის შედეგები მოგვიანებით  სახალხო დამცველის ანგარიშშიც აისახა, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.  პარალელურად, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში,  ასათიანის და მსგავსი ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახურვა და მათ ნაცვლად სხვადასხვა კლინიკებში ახალი ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნა დაანონსდა.
2010 წლის მარტში  ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია შენობა–ნაგებობებით და 32 935 კვ.მ.  მიწის ნაკვეთით აუქციონზე გაიტანა. საწყისი ფასი 2400000 ლარით განისაზღვრა.  როგორც ინტერნეტით მოძიებული მასალებიდან ირკვევა, აუქციონის პირობები   შ.პ.ს. "თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" ბაზაზე - 120 ფსიქიატრიული საწოლის, "მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის" საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე - 100 ფსიქიატრიული საწოლის, ხოლო  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე კი 100 საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფრის შექმნას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მყიდველს საპრივატიზებო თანხის 50% აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა, ხოლო დანარჩენი 50%–ის დაფარვა 6 თვის ვადაში უწევდა.  აუქციონი ჩაიშალა, რადგან ტერიტორიის  შესყიდვის არცერთი მსურველი არ გამოჩნდა.
ამის შემდეგ, 2010 წლის ნოემბერში,  ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია   შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“  კაპიტალზე დარიცხა.  2010 წლის 14 დეკემბერს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“  ხელშეკრულება შ.პ.ს. BD Property–სთან გააფორმა და ასათიანის #10–ში არსებული  ქონება: 37 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედ განლაგებული შენობა–ნაგებობებით, 6 300 000 აშშ დოლარად,  პირდაპირი მიყიდვის წესით, მიყიდა.    ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ქონებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს საცხოვრებელი, ბიზნეს და/ან სხვა ტიპის შენობებისა და  დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დეველოპმენტი. ამასთან, ეკისრება ვალდებულება მესაკუთრედ რეგისტრაციიდან 3 წლის ვადაში, სულ მცირე, 13 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.  ხელშეკრულებით განსაზღვრულია ისიც, რომ მყიდველს  ამ ან ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე 1200 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა ევალება.
მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაყიდვის შედეგად ქუთაისის ახალი პარლამენტის მშენებლობა დაფინანსდა, კვლევებით დასტურდება.  ამ კვლევების ნახვა შეგვიზლია „ საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე“, სადაც საჯარო ინფორმაციის ანალიზი  ხორციელდება    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  ფარგლებში .
ინვესტორის პოზიცია
მფლობელი კომპანიის BD Property-ს პოზიციის დასაზუსტებლად  და მათი საქმიანობის დეტალებში გასარკვევად კომპანიის   პიარ–მენეჯერს,  ნინი გორგოძეს ინტერვიუ ვთხოვეთ:
ნინი გორგოძე:  – BD property, რომელიც საბურთალოზე, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიას  ფლობს,   ინგლისური კომპანიის   Quadrum Property Group-ის შვილობილი კომპანიაა. რადგან  Quadrum Property Group ლონდონში დაფუძნებული კომპანიაა, იმისათვის, რომ საქართველოში ოპერირებდეს,  ქართული იურიდიული პირია საჭირო. სწორედ ამიტომ  შ.პ.ს. BD Property შეიქმნა, რათა განხორციელდეს პროექტი საბურთალოზე, რომელსაც „Tbilisi Garden“ ეწოდება. ჩვენი პროექტების არქიტექტურულ ნაწილზე  პასუხისმგებლობა  ებრაულმა კომპანიამ MYS Arcitects-მა აიღო, რომელიც მსოფლიოში  ძალიან ცნობილი კომპანიაა.
როგორი ტიპის და რა მასშტაბის მშენებლობაა დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე?
–  ეს  ახალი ტიპის, თანამედროვე,  კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. პირველ ეტაპზე  მხოლოდ ერთი კორპუსის  მშენებლობას ვგეგმავთ, რომელსაც   კომფორტული ინფრასტრუქტურა: აუზი, სპა ცენტრი ექნება.  რადგან პროექტს ქვია „Tbilisi Garden”, ანუ თბილისის ბაღი,  შესაბამისად, მწვანე საფარს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ.  ეს მწვანე გარემო   ჩვენი  დიდი უპირატესობა და ბაზარზე ამ პროექტის განმასხვავებელი ნიშანია.  ზოგადად,   ამ ტერიტორიის განაშენიანების გეგმა  გაკეთდა და  ქალაქთან შეთანხმდა, მაგრამ ამ ეტაპზე ბაზრიდან და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, უახლოესი 3 წლის განმავლობაში  მხოლოდ 1 კორპუსის მშენებლობა იგეგმება. თავიდანვე განაშენიანების გეგმით  გათვალისწინებული მასშტაბური  მშენებლობის დაწყება ოპტიმალური არ არის .  თუ პროექტი მოსახლეობამ კარგად მიიღო, იქნება მოთხოვნა და აქტიურად გაიყიდება,  არ არის გამორიცხული რომ კორპუსების   რაოდენობა დავამატოთ.  გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედი  იმ თვალსაზრისითაც დავიჭიროთ, რომ ეს  მწვანე გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ჩვენმა არქიტექტორებმაც  გაითვალისწინეს ჩვენი დავალება და ახალი შენობები  იქ არსებული შენობების საძირკვლების ადგილას აშენდება. ამჟამად, გამოცხადებულია ტენდერი მოსამზადებელ სამუშაოებზე და ეს სამუშაოები ,სავარაუდოდ, მალე დაიწყება.
როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია:  მწვანე საფარის შენარჩუნებას  ითხოვს და ტერიტორიაზე ხეების მოჭრას აპროტესტებს. ..
–  მე მგონია, რომ ეს პრეტენზიები  თითიდან გამოწოვილია, რადგან ამ საკითხს ჩვენც ძალიან ფაქიზად ვეკიდებით. პროექტს  ეწოდება “Tbilisi Garden”,  რაც, თავისთავად, ტერიტორიის გამწვანებას გულისხმობს.  ვცდილობთ, რომ  ხეები ამ ტერიტორიაზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ,  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე მდგომარეობა: ეს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში მოუვლელი იყო და, შესაბამისად, ხეების ნაწილი  სანიტარულ ჭრას ითხოვს. ყველა მოჭრილი ხის საკომპენსაციოდ, კანონის შესაბამისად,  3-ჯერ მეტი ხე  დაირგება. რადაგან 37 ხის მოჭრა გვიწევს, დამატებით 112 ხე გვაქვს  გათვალისწინებული, რომელიც  ამ პირველი კორპუსის გარშემო უნდა დაირგას. გამწვანებასთან დაკავშირებით ორი ორგანიზაციის: ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღის“ და „ვასილ გულისაშვილის სატყეო კვლევითი ინსტიტუტის“ დასკვნა გვაქვს. მათი დახმარებით  ჩვენ ეს მწვანე საფარი შევისწავლეთ,   სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარეთ და ამის მიხედვით ვმოქმედებთ. მივიღეთ კონსულტაციები თუ რა ჯიშის ხეები უნდა დაირგოს, რომ გარემოს მოერგოს და ა.შ.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხეებში  ნერგები არ იგულისხმება: მოჭრილი ხეების სანაცვლოდ  მინიმუმ 4 მეტრიანი, ზრდასრული ხეები დაირგვება.
მოსახლეობა აცხადებს იმასაც, რომ ამ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და აქ  ამ მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. ჩატარდა   თუ არა ამ ტერიტორიაზე  გრუნტის კვლევა სპეციალისტების მიერ?
რაც შეეხება გრუნტის კვლევას,  ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ  ჩვენი არქიტექტორები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ვვარაუდობ, რომ ეს კვლევა ჩატარებული იქნება.  როდესაც პროექტი მზადდება, პირველი ეტაპია გეოლოგიური კვლევა, რადგან  მშენებლობის დაწყება ასეთი კვლევის გარეშე შეუძლებელია. ლოგიკურია, რომ ასეთი კვლევა ჩატარდებოდა. მე მოვიძიებ ამ კვლევის შედეგებს და  ემეილზე გადმოგიგზავნით. მოსახლეობა რატომღაც ცდილობს რომ ამ ადგილის განაშენიანებას  ხელი ხელოვნურად შეუშალოს და გაუგებარია რატომ. მათ პირიქით,  უნდა უხაროდეთ,  რომ  ქალაქში ასეთი ინვესტიცია იდება და მსოფლიო დონის არქიტექტორების მიერ დაპროექტებული პროექტი განხორციელდება. როგორც იცით,  ეს იყო ფსიქიატრიულის ტერიტორია და რეკრეაციული ზონა არასდროს არ ყოფილა. ეს მათთვის იყო ჩაკეტილი სივრცე, სადაც  სულით ავადმყოფები  ბინადრობდნენ. დამერწმუნებით, რომ ეს იდეალური სამეზობლო არავისთვის არ არის. ჩვენ კი ვგეგმავთ ავაშენოთ  თანამედროვე საცხოვრებელი, რომლის ინფრასტრუქტურით  ვინც გარშემო ცხოვრობს, ის ადამიანებიც ისარგებლებენ: გასუფთავებული, განათებული, კეთილმოწყობილი ტერიტორიით. აქ ტერიტორიის შემოფარგვლას ხუთმეტრიანი  ღობით არავინ გეგმავს, სადაც შესვლა ლიმიტირებული იქნება. პროექტით გათვალისწინებულია,  რომ აქ მწვანე ეზო იყოს, ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი და ა.შ. პარკს მებაღე ეყოლება, ტერიტორია მუდმივად  გასუფთავებული და მოვლილი იქნება. მე ოპონირების სურვილი არ მაქვს და  შემიძლია  მხოლოდ სიამაყით ვისაუბრო იმ პროექტზე, რომელზეც ვმუშაობ.  ეს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის სასარგებლო პროექტი არ არის, ყველაფრისთვის კარგია: ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას ქალაქის იერსახე იცვლება, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები იგეგმება,  საცხოვრებელი გარემო უმჯობესდება.  რაც მეტი იქნება ასეთი პროექტი,  მით უკეთ განვითარდება ყველაფერი.
როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა  მშენებლობას ეწინააღმდეგება და ამ ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ხომ არ გიცდიათ მათთან მოლაპარაკება?
–  ჩვენ ეს მიწა ყველა წესის დაცვით, კანონიერად შევისყიდეთ სახელმწიფოსგან. ავიღეთ ვალდებულებები, უზრუნველვყოფთ ამ ვალდებულებების შესრულებას და ამ პროცესს გამჭირვალედ ვახორციელებთ.  შესაბამისად,  ჩვენი მხრიდან მოსახლეობასთან მოლაპარაკებაზე საუბარი არასწორად  მიმაჩნია. მაგრამ, თუ რამე თხოვნა იქნება მათი მხრიდან, მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ და დავეხმაროთ.
ნინი გორგოძემ ინგლისურ ენაზე შესრულებული გეოლოგიური კვლევა ემეილით გამოგვიგზავნა, რომლის კომპეტენტურობის დადგენა სპეციალისტების საქმეა.    4 მეტრიანი ხეების დარგვასთან დაკავშირებით კი აზრი ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტ–ბოტანიკოსს ნინო ბურკაძეს ვკითხეთ. ნინო ბურკაძე: „4 მეტრიანი ხეების გადარგვა ისტორიას არ ახსოვს. ასეთი რამ არსად და არასდროს არ ხდება. ყოველშემთხვევაში, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ასეთი შემთხვევა არ შემხვედრია. შეუძლებელია 112 ზრდასრული, 4 მეტრიანი ხე ახალ ნიადაგს ისე მოერგოს, რომ არ გახმეს. ყოფილა ცალკეული შემთხვევები, ზრდასრული ხე გადაურგავთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხმება. შეიძლება რომელიმე  განსაკუთრებული ჯიშის ხის დარგვას აპირებენ, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებლად მიმაჩნია.“
მერიის პოზიცია
ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მალხაზ კუმელაურის აზრი შემდეგნაირია: „იმისთვის, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მივიღოთ, ამ გადაწყვეტილების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, რომელიც თავის დროზე  ეკონომიკის სამინისტრომ  გაასხვისა. გასხვისების მომენტშივე იგი  სარეკრეაციო ზონას, სკვერს ან პარკს არ წარმოადგენდა. ეს ტერიტორია ქალაქის გენგეგმით  სრულიად ჩვეულებრივი, სამშენებლო ფუნქციით დატვირთული ტერიტორია იყო, სადაც მშენებლობა დასაშვებია.   არ შეიძლება ადამიანს იმის იურიდიული ინტერესი ჰქონდეს , რომ ვიღაცის  კერძო საკუთრება ოდესმე სარეკრეაციო ბაღის ან სკვერის სტატუსის მატარებელი აღმოჩნდეს.  ეს ტერიტორია  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქის გენგეგმით, რომელიც 2009 წელს  მიიღეს და  ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, სამშენებლო განვითარებისთვის შესაბამისი ტერიტორიაა და არა რეკრეაციული ტერიტორია.  ასე რომ, არქიტექტურის სამსახური  უფლებამოსილი არ არის რაიმე ფორმით  ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც სამშენებლო განვითარების პირდაპირ უარის მთქმელი იქნება. თუმცა, იმის გამო, რომ  საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო , ჩვენ მენაშენეს  პირობა წავუყენეთ,  რომ ხეებთან დაკავშირებული საკითხი  ფაქიზად გადაწყვეტილიყო  და ჯანსაღი  ხეები არ მოეჭრათ.  მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს  შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ჩვენი გამწვანების სამსახურთან. ეს პირობა ძალაში რჩება და დანარჩენი ბლოკების მშენებლობის განხორციელებაც ამ პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.  ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილება დადებითი გაცილებით უკეთაა დასაბუთებული, ვიდრე ის შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება უარი ყოფილიყო. უარის გამყარებას ჩვენ კანონით ვერ შევძლებდით.  დღემდე,  მოქმედი კანონმდებლობიდან  გამომდინარე სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც ამ გადაწყვეტილების სხვაგვარად მიღების  და  უარის თქმის შესაძლებლობას გვაძლევდა, დღემდე ვერავისგან ვერ მოვისმინე.“
არქიტექტურის სამსახურის უფროსი მალხაზ კუმელაური მერიის გადაწყვეტილებას საფუძვლად ქალაქის გენგეგმას ასახელებს.  თუმცა, როგორც არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, ქალაქის გენგეგმა საერთოდ არ არსებობს: „გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.   დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.  ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. ის, რაც 2009 წელს შედგა, იყო მიწათსარგებლობის გეგმა  და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც ხელმძღვანელმა წარადგინა , რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს გენგეგმა და ეს ტყუილია.“
არავინ იცის, როგორ დამთავრდება ასათიანის #10–ის გარშემო განვითარებული მოვლენები. ცხადია, არც ინვესტორი და არც მოსახლეობა დანებებას არ აპირებს.  ჯერჯერობით ძნელია ივარაუდო გამოიღებს თუ არა მოსახლეობის აქტიურობა შედეგებს, მაგრამ  მაშინ, როდესაც  მთავრობა გამუდმებით მოუწოდებს მოსახლეობას ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და აიმაღლოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, უნდა არსებობდეს კიდეც ბერკეტი რაც მოსახლეობის აქტიურობას  აქტიურობად არ დატოვებს და მათი  ძალისხმევა რეალურ შედეგს გამოიღებს.

ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიას პარკის სტატუსი არასოდეს ჰქონია,   რეალურად კი ის დიდი ისტორიის მქონე პარკია.  პარკი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ირგვლივ, შრომითი თერაპიის ფარგლებში, იქ მომუშავე ფსიქიატრებს და მათ პაციენტებს გაუშენებიათ. ერთადერთი პარკი, რომელიც დღეს საბურთალოს შემორჩა,  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიერაა გაშენებული. თავისთავად საინტერესოა საკითხი, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ  დიდი ისტორიის მქონე ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაუქმება  მისი გარემონტების და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად. სად წავიდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რა გაკეთდა რეალურად ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს სხვა თემა და ცალკე კვლევის საგანია,რომელსაც ამ სტატიაში არ შევეხებით.      

 
გიგა ბათიაშვილი:"ქალაქის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა მიიღოს" ბეჭდვა ელფოსტა
გიგა ბათიაშვილი: „ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით და გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა.“
ასათიანის #10–ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (რომლის 100% წილი სახელმწიფოს ეკუთვნის) გაასხვისა. ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი შ.პ.ს. BD Property  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეათანხმა თბილისის მერიასთან, სადაც 8 ცათამბჯენის აშენებაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად პარკად არის ფორმირებული. მოსახლეობა მშენებლობას ეწიინააღმდეგება და   ამ ტერიტორიისთვის  სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით  ინტერვიუ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ვთხოვეთ. ბატონი გიგას თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისება და სტატუსის დადგენა უნდა ხდებოდეს ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა კი დღეს არ არსებობს.
გიგა ბათიაშვილი: გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.  ეს არის ქალაქის ტერიტორია, ქალაქის ინტერესები, ტერიტორიას როცა ასხვისებ,   უნდა იცოდე რა გაშენდება აქ.   შენ რომ აცხადებ, რომ ეს მიწა ჩემია და მე მინდა გავყიდო, კი, შენია, მაგრამ იქნებ გენგეგმა ამბობს, რომ მანდ  უნდა გაიაროს სატრანსპორტო კვანძმა. დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.
– 2009 წელს საკრებულოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ...
ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. მიწათსარგებლობის გეგმა შედგა 2009 წელს, ხელმძღვანელი იყო პავლე ძინძიბაძე და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც პავლე ძინძიბაძემ წარადგინა, რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს, რომ ეს არის გენგეგმა და ტყუილია.   ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  ეს რომ გენგეგმა არ არის,  ამის დამტკიცება ძალიან მარტივია: რაც დაამტკიცეს, როგორც გენერალური გეგმა, ამ გენერალური გეგმის ხელშეკრულებაში საავტორო ჯგუფთან წერია რაზე იყო ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.
– რისთვის დასჭირდა თბილისის მერიას, მიწათსარგებლობის გეგმისთვის გენერალური გეგმის დარქმევა?
მაგას წინ უძღოდა ჩემი არაერთი სატელევიზიო და პრესით გამოსვლა, სადაც ვამბობ, რომ ქალაქმა  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა აწარმოოს. ეს ისეთივე რამ არის, რომ დირიჟორმა  ორკესტრს პარტიტურის გარეშე უხელმძღვანელოს, როცა პარტიტურა არ გააჩნია არც ორკესტრს და არც  დირიჟორს. მაშინ რა გამოდის? კაკაფონია. და როდესაც ეს მიწათსარგებლობის გეგმა თბილისის მერიაში შევიდა დასამტკიცებლად, სატელევიზიო გამოსვლაში გამოაცხადეს, რომ ჩვენ დღეიდან გვექნება გენგეგმა. გამიკვირდა, რადგან  გენგეგმა არ გაკეთებულა. თურმე  ეს დოკუმენტი, რომელიც შევიდა, როგორც მიწათსარგებლობის გეგმა, მონათლეს გენგეგმად. მათ საბუთებში გენგეგმა ქვია, მაგრამ წარდგენილ საბუთებში მიწათსარგებლობის გეგმა  წერია. ტენდერი მოგებულია მიწათსარგებლობაზე. მათ  მიწათსარგებლობა უნდოდათ, გენგეგმა სულ არ ჭირდებოდათ. ხომ უნდა ცოდნოდათ ჯიბეში რა აქვთ.
– ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას რამდენად მიზანსეწონილად თვლით?
მე ცათამბჯენის პრობლემაზე უფრო ფუნქციის პრობლემა მაწუხებს. როცა ქალაქში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრება  პრესტიჟულიცაა და თავისი მძიმე პირობებიც აქვს. ეს არის ხარკი: იცხოვრო არა ისეთ კომფორტულ გარემოში, როგორც შენ შეიძლება იცხოვრო ბუნებაში და აგარაკზე.  ქალაქს მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდება ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც მერე ბუმერანგივით მოქმედებს ქალაქზე. იზრდება ტერიტორიები, სამოძრაო  მიმართულებები და ასე შემდეგ. მაგრამ რეკრეაცია არის ის, რაც სჭირდება ჯანმრთელობას, ჯანსაღ ცხოვრებას, ის რაც სჭირდება ბავშვების ხვალინდელ დღეს.  მანდ ძალიან ახლოს იყო იპოდრომი, რომელმაც დაკარგა თავისი სარეკრეაციო ფუნქცია, მიდის  განაშენიანება. სხვა ტერიტორია არ გვაქვს,  სადაც შეიძლებოდა  ყოფილიყო  სარეკრეაციო ზონა. როდესაც  ფსიქიატრიულმა დაკარგა იქ ყოფნის მიზანშეწონილობა,  საბედნიეროდ, დარჩა კარგად გამწვანებული ზონა. ეს ზონა  შეიძლებოდა  გამოყენებულიყო  სწორედ როგორც სარეკრეაციო ზონა და ქალაქს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. მერიას და საკრებულოს შეუძლია ეს შეხედულება მიიღოს როგორც არგუმენტი, მოსახლეობის მოთხოვნასთან ერთად, რათა გადახედოს გადაწყვეტილებას და შეცვალოს  იგი.  ქალაქის მერის გადაწყვეტილებები კონტროლდება  საკრებულოს მეშვეობით. როგორც ბევრი შეცდომისა და დანაშაულის გამოსწორების  მცდელობები არის , შეიძლება აქაც იგივე მოხდეს და შეიცვალოს გადაწყვეტილება.
– ¬მოსახლეობა შიშობს, რომ იმ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და მშენებლობა არ შეიძლება.
თქვენ ჩემი სტატიები ლაზიკაზე წაგიკითხავთ?  იქ ასეთ რამეს ვამბობ: დღეს ლაპარაკი იმაზე, შეიძლება  თუ არა ფიზიკურად  მშენებლობის განხორციელება ჭაობში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველგან შეიძლება: ჭაობშიც, გამყინვარებაშიც, წყალშიც, წყლის ზედაპირზეც. საკითხი დგას ასე: რამდენად მიზანშეწონილია.
– პროექტი დამტკიცებამდე ექსპერტიზას თუ გადის?
საერთოდ წესი არსებობდა და არსებობს: პროექტს როცა წარადგენ,  პროექტი გადის  ყოველმხრივ ექსპერტიზას: როგორც არქიტექტურულს, ასევე სამშენებლო კონსტრუქციულს. რომელსაც ესენი არ ატარებენ. ქმნიან რაღაც კომისიას: დასხდებიან 3 ქალი, 5 კაცი,  იტყვიან:  მოწონთ არ მოწონთ და აფორმებენ. მეტიც, არსებობს უგულავას მიერ მიღებული კანონი თბილისის მშენებლობაზე, სადაც  წერია, რომ  მშენებლობის დაწყება პროექტის განხილვისა და დამტკიცების გარეშე  გარკვეულ შემთხვევებში,  დასაშვებია. პირდაპირ წერია, რომ  მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ესკიზის მიხედვით მოხდეს შენობის ექსპლოტაციაში მიღება.  მოკლედ ასეთი პოზიციაა: მე ქალაქის  მერი ვარ და მე თუ მინდა ეს შენობა ამას განხილვა არ ჭირდება.  როცა აშენდება,  იმ პირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მე ვთქვი, რომ მომწონს, მოხდეს ექსპლოტაციაში მიღება, რომ ამ ყველაფერმა დამფინანსებელს მოუტანოს  ფული.  თუ შენობა  დაინგრევა, პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მშენებელს. ამათ წესებში და კანონებში იმდენი მუხთლობა აქვთ ჩადებული, რომ მეტი არ შეიძლება. ერთერთი წესი აცხადებს, რომ  განაშენიანების კოეფიციენტის შეცვლა, ანუ გაყიდვა  შესაძლებელია, თუ ქალაქის მმართველობა ჩათვლის, რომ ამის საფუძველი არსებობს. ვთქვათ, რომ ნორმით დადგენილია, რომ აქ კოეფიციენტი,  განაშენიანობა ტერიტორიასთან თანაფარდობაში უნდა იყოს 60%, მაგრამ თუ ჩათვალეს, რომ ის რასაც აშენებს უფრო საჭიროა ქალაქისთვის, შეიძლება ეს კოეფიციენტი  გაზარდონ. რა კოეფიციენტზეა ლაპარაკი, როცა მისი გაყიდვაა შესაძლებელი.
სოფიო ქორიძ
გიგა ბათიაშვილი: „ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით და გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა.“
   ასათიანის #10–ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (რომლის 100% წილი სახელმწიფოს ეკუთვნის) გაასხვისა. ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი შ.პ.ს. BD Property  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეათანხმა თბილისის მერიასთან, სადაც 8 ცათამბჯენის აშენებაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად პარკად არის ფორმირებული. მოსახლეობა მშენებლობას ეწიინააღმდეგება და   ამ ტერიტორიისთვის  სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
     ამ საკითხთან დაკავშირებით  ინტერვიუ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ვთხოვეთ. ბატონი გიგას თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისება და სტატუსის დადგენა უნდა ხდებოდეს ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა კი დღეს არ არსებობს. 
გიგა ბათიაშვილი: გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.  ეს არის ქალაქის ტერიტორია, ქალაქის ინტერესები, ტერიტორიას როცა ასხვისებ,   უნდა იცოდე რა გაშენდება აქ.   შენ რომ აცხადებ, რომ ეს მიწა ჩემია და მე მინდა გავყიდო, კი, შენია, მაგრამ იქნებ გენგეგმა ამბობს, რომ მანდ  უნდა გაიაროს სატრანსპორტო კვანძმა. დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.  
2009 წელს საკრებულოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ...
ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. მიწათსარგებლობის გეგმა შედგა 2009 წელს, ხელმძღვანელი იყო პავლე ძინძიბაძე და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც პავლე ძინძიბაძემ წარადგინა, რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს, რომ ეს არის გენგეგმა და ტყუილია.   ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  ეს რომ გენგეგმა არ არის,  ამის დამტკიცება ძალიან მარტივია: რაც დაამტკიცეს, როგორც გენერალური გეგმა, ამ გენერალური გეგმის ხელშეკრულებაში საავტორო ჯგუფთან წერია რაზე იყო ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო მიწათსარგებლობის გეგმაზე.  
რისთვის დასჭირდა თბილისის მერიას, მიწათსარგებლობის გეგმისთვის გენერალური გეგმის დარქმევა? 
მაგას წინ უძღოდა ჩემი არაერთი სატელევიზიო და პრესით გამოსვლა, სადაც ვამბობ, რომ ქალაქმა  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის გარეშე არ უნდა აწარმოოს. ეს ისეთივე რამ არის, რომ დირიჟორმა  ორკესტრს პარტიტურის გარეშე უხელმძღვანელოს, როცა პარტიტურა არ გააჩნია არც ორკესტრს და არც  დირიჟორს. მაშინ რა გამოდის? კაკაფონია. და როდესაც ეს მიწათსარგებლობის გეგმა თბილისის მერიაში შევიდა დასამტკიცებლად, სატელევიზიო გამოსვლაში გამოაცხადეს, რომ ჩვენ დღეიდან გვექნება გენგეგმა. გამიკვირდა, რადგან  გენგეგმა არ გაკეთებულა. თურმე  ეს დოკუმენტი, რომელიც შევიდა, როგორც მიწათსარგებლობის გეგმა, მონათლეს გენგეგმად. მათ საბუთებში გენგეგმა ქვია, მაგრამ წარდგენილ საბუთებში მიწათსარგებლობის გეგმა  წერია. ტენდერი მოგებულია მიწათსარგებლობაზე. მათ  მიწათსარგებლობა უნდოდათ, გენგეგმა სულ არ ჭირდებოდათ. ხომ უნდა ცოდნოდათ ჯიბეში რა აქვთ.  
ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას რამდენად მიზანსეწონილად თვლით?
მე ცათამბჯენის პრობლემაზე უფრო ფუნქციის პრობლემა მაწუხებს. როცა ქალაქში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრება  პრესტიჟულიცაა და თავისი მძიმე პირობებიც აქვს. ეს არის ხარკი: იცხოვრო არა ისეთ კომფორტულ გარემოში, როგორც შენ შეიძლება იცხოვრო ბუნებაში და აგარაკზე.  ქალაქს მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდება ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც მერე ბუმერანგივით მოქმედებს ქალაქზე. იზრდება ტერიტორიები, სამოძრაო  მიმართულებები და ასე შემდეგ. მაგრამ რეკრეაცია არის ის, რაც სჭირდება ჯანმრთელობას, ჯანსაღ ცხოვრებას, ის რაც სჭირდება ბავშვების ხვალინდელ დღეს.  მანდ ძალიან ახლოს იყო იპოდრომი, რომელმაც დაკარგა თავისი სარეკრეაციო ფუნქცია, მიდის  განაშენიანება. სხვა ტერიტორია არ გვაქვს,  სადაც შეიძლებოდა  ყოფილიყო  სარეკრეაციო ზონა. როდესაც  ფსიქიატრიულმა დაკარგა იქ ყოფნის მიზანშეწონილობა,  საბედნიეროდ, დარჩა კარგად გამწვანებული ზონა. ეს ზონა  შეიძლებოდა  გამოყენებულიყო  სწორედ როგორც სარეკრეაციო ზონა და ქალაქს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. მერიას და საკრებულოს შეუძლია ეს შეხედულება მიიღოს როგორც არგუმენტი, მოსახლეობის მოთხოვნასთან ერთად, რათა გადახედოს გადაწყვეტილებას და შეცვალოს  იგი.  ქალაქის მერის გადაწყვეტილებები კონტროლდება  საკრებულოს მეშვეობით. როგორც ბევრი შეცდომისა და დანაშაულის გამოსწორების  მცდელობები არის , შეიძლება აქაც იგივე მოხდეს და შეიცვალოს გადაწყვეტილება.  
¬მოსახლეობა შიშობს, რომ იმ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და მშენებლობა არ შეიძლება. 
თქვენ ჩემი სტატიები ლაზიკაზე წაგიკითხავთ?  იქ ასეთ რამეს ვამბობ: დღეს ლაპარაკი იმაზე, შეიძლება  თუ არა ფიზიკურად  მშენებლობის განხორციელება ჭაობში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველგან შეიძლება: ჭაობშიც, გამყინვარებაშიც, წყალშიც, წყლის ზედაპირზეც. საკითხი დგას ასე: რამდენად მიზანშეწონილია. 
პროექტი დამტკიცებამდე ექსპერტიზას თუ გადის?
საერთოდ წესი არსებობდა და არსებობს: პროექტს როცა წარადგენ,  პროექტი გადის  ყოველმხრივ ექსპერტიზას: როგორც არქიტექტურულს, ასევე სამშენებლო კონსტრუქციულს. რომელსაც ესენი არ ატარებენ. ქმნიან რაღაც კომისიას: დასხდებიან 3 ქალი, 5 კაცი,  იტყვიან:  მოწონთ არ მოწონთ და აფორმებენ. მეტიც, არსებობს უგულავას მიერ მიღებული კანონი თბილისის მშენებლობაზე, სადაც  წერია, რომ  მშენებლობის დაწყება პროექტის განხილვისა და დამტკიცების გარეშე  გარკვეულ შემთხვევებში,  დასაშვებია. პირდაპირ წერია, რომ  მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ესკიზის მიხედვით მოხდეს შენობის ექსპლოტაციაში მიღება.  მოკლედ ასეთი პოზიციაა: მე ქალაქის  მერი ვარ და მე თუ მინდა ეს შენობა ამას განხილვა არ ჭირდება.  როცა აშენდება,  იმ პირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მე ვთქვი, რომ მომწონს, მოხდეს ექსპლოტაციაში მიღება, რომ ამ ყველაფერმა დამფინანსებელს მოუტანოს  ფული.  თუ შენობა  დაინგრევა, პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მშენებელს. ამათ წესებში და კანონებში იმდენი მუხთლობა აქვთ ჩადებული, რომ მეტი არ შეიძლება. ერთერთი წესი აცხადებს, რომ  განაშენიანების კოეფიციენტის შეცვლა, ანუ გაყიდვა  შესაძლებელია, თუ ქალაქის მმართველობა ჩათვლის, რომ ამის საფუძველი არსებობს. ვთქვათ, რომ ნორმით დადგენილია, რომ აქ კოეფიციენტი,  განაშენიანობა ტერიტორიასთან თანაფარდობაში უნდა იყოს 60%, მაგრამ თუ ჩათვალეს, რომ ის რასაც აშენებს უფრო საჭიროა ქალაქისთვის, შეიძლება ეს კოეფიციენტი  გაზარდონ. რა კოეფიციენტზეა ლაპარაკი, როცა მისი გაყიდვაა შესაძლებელი. 
სოფიო ქორიძე
     
   
      ასათიანის #10–ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია 2010 წელს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (რომლის 100% წილი სახელმწიფოს ეკუთვნის) გაასხვისა. ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი შ.პ.ს. BD Property  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეათანხმა თბილისის მერიასთან, სადაც 8 ცათამბჯენის აშენებაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია ფაქტობრივად პარკად არის ფორმირებული. მოსახლეობა მშენებლობას ეწიინააღმდეგება და   ამ ტერიტორიისთვის  სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
     ამ საკითხთან დაკავშირებით  ინტერვიუ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ვთხოვეთ. ბატონი გიგას თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისება და სტატუსის დადგენა უნდა ხდებოდეს ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე. ეს გეგმა კი დღეს არ არსებობს. 
 
More Articles...
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL