Safe Space Tbilisi

პარტნიორები


ჩვენ შესახებ


შესაბამისობის დეკლარაცია ბეჭდვა ელფოსტა
 
მისია ბეჭდვა ელფოსტა

ასოციაცია "უსაფრთხო სივრცე" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაარსდა 2011 წლის  6 იანვარს. რეგისტრაციის ნომერია: 401953971

ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ეკო სისტემის სუბიექტის მსოფლიო სისტემაში ინტეგრირების პროცესს;

ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებას;

მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ბუნებათსარგებლობის, ზონირების, ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი თეორიების, კონცეფციების, პრინციპების, კანონმდებლობის და ნორმალების დაცვას;

დარღვეული უფლებებისა და კანონიერების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს;

გააკონტროლოს ყველა ის პროცესი - მშენებლობის, ბუნებათსარგებლობის, ქალაქგეგმარების ნორმების შესრულების ჩათვლით - რომელიც ჯანსაღი სივრცის არსებობის წინაპირობაა. იმავდროულად უზრუნველყოს ამ პროცესებში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და გარემოს თვითმყოფადობის დაცვა, ისტორიული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების შენარჩუნება;

ხელი შეუწყოს  მცენარეების ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და აღორძინებას;

მონიტორინგი გაუწიოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მათი რაციონალური გამოყენების მიზნით;

ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში;

ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ქალაქმშენებლობისა და ბუნებათსარგებლობის საკითხებზე, რათა მან შეძლოს სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა და გავლენა მოახდინოს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე;

 
საქმიანობის ფორმები ბეჭდვა ელფოსტა

თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან. ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით;

 
წევრობა ბეჭდვა ელფოსტა

ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

 
მიმდინარე პროექტები ბეჭდვა ელფოსტა

პროექტი ,,თბილისის ეკოლოგია“  („საზოგადოების ჩართულობა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულობა თბილისის ეკოლოგიასთან მიმართებით“) ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოსა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საქმიანობებს:

 
<< დაწყება < წინა 1 2 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL