Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისის სარეკრეაციო ზონები
დიღმის ტყე–პარკი ბეჭდვა ელფოსტა


 დიღმის  მასივში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის მდებარეობს დიღმის  ტყე-პარკი. მისი ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც აქ თბილისის საბაზისო სანერგე დაარსდა. ქალაქის გენგეგმის მიხედვით მისი ტერიტირია 75 ჰექტარს შეადგენდა. დღეისათვის ამ ფართობიდან 20.5 ჰექტარია გადარჩენილი.

 
თეთრი ტბა ბეჭდვა ელფოსტა

გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის  განვითარების პროექტი 2008 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდება. მიუხედავად ამისა, კომპლექსი ,,თეთრი ტბა“ უკვე ფუნქციონირებს.  ტბის გარშემო  დაირგა  როგორც ახალგაზრდა ნერგები, ასევე ხეებიც. ,,უსაფრთხო სივრცე“  იმყოფებოდა გლდანის ტბის ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ხეებისა და ნერგების მნიშვნელოვანი ნაწილი  გახმა.

 
9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები ბეჭდვა ელფოსტა

9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი) – გაშენდა 1859 წელს არქიტექტორ ო. სიმენსონის პროექტით. 1865 წელს ბაღმა საბოლოო სახე მიიღო. მას  დაახლოებით 36.000 მ2 ფართობი ეკავა. ბაღს სახელი დაერქვა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის პატივსაცემად. XX საუკუნის 30-იან წლებში, ბაზრისა და ძნელაძის (ახლანდელი თაბუკაშვილის) ქუჩების გაერთიანების შემდეგ, ალექსანდრეს ბაღი ზედა და ქვედა ბაქნებად დაიყო. ქვედა ნაწილში XIX საუკუნის ბოლოს აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მცირე ზომის, სამონასტრო კომპლექსის ეკლესია, ზედა ნაწილში იყო წყლის აუზი შადრევანით (ასევე არქიტექტორ სიმენსონის), კაფე და რესტორანი. 1885 წელს გოლოვინის პროსპექტის მხრიდან აიგო `დიდების ტაძარი~ (ახლანდელი სურათების ეროვნული გალერეა). 80-იან წლებში ბაღის ქვედა ნაწილს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (ავტორი: თ. თევზაძე, დ. სულთანიშვილი, გ. ჯაფარიძე, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია). 2000 წლიდან იწოდება გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღად.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL