Safe Space Tbilisi

პარტნიორები


ვერსალის ბაღები ბეჭდვა ელფოსტა

ვერსალის ბაღებს 800 ჰექტარი მიწის ფართობი უკავია. მისი დიდი ნაწილი გაშენებულია კლასიკური ფრანგული ბაღის სტილში. ბაღებს საბოლოო სახე ანდრე დე ნოტრემ მისცა. ტყით დაფარული ტერიტორიის ზევით, აღმოსავლეთით, ბაღები შემოსაზღვრულია ვერსალის ქალაქური იერის მქონე არეალებით, დასავლეთით ვერსალის ვაკე ადგილებია (სადაც დაცულია ველური ბუნება), სამხრეთით სატორის ტყე მდებარეობს.
საფრანგეთში სხვა საჯარო ადგილებთან შედარებით ბაღებს ყველაზე ბევრი მნახველი ჰყავს და წლიურად ექვს მილიონზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს.
გარდა პატარა მოპირკეთებული გაზონებისა, ყვავილების პარტერებისა და სკულპტურებისა, არის აგრეთვე მთელს ბაღში განთავსებული შადრევნები. ამჯერად პარკში გამოიყენება ჰიდრავლიკური ბადე, რომელიც ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში იყო. შადრევნების მეშვეობით ვერსალის ბაღებს უნიკალური იერი აქვს შენარჩულებული.


შემოდგომის მიწურულიდან ადრიან გაზაფხულამდე, უქმე დღეებში, მუზეუმის ადმინისტრაცია აფინანსებს სპექტაკლებს `დიდი წყლები~, რომელთა მსვლელობის დროსაც ბაღში ყველა შადრევანი სრულ მოქმედებაშია.
1979 წელს ბაღები იქ მდებარე კოშკთან ერთად შეიტანეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაში.
ბაღების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იყო მისი განლაგება. ის დასაბამს იღებს პირველი სამშენებლო კამპანიის `ლე ნოტრეს~ დროიდან, რომლის დროსაც ვერსალს ათი ტყე დაემატა.
გარდა უკვე არსებული და შემდგომში დამატებული ტყეებისა, მრავალი სახეცვლილება მოხდა მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში. სულ ვერსალის ბაღებმა 5 დიდი რეპლანტაცია განიცადეს, რაც გამოწვეული იყო პრაქტიკული და ესთეტიკური მიზეზებით.
1774-1775 წლების ზამთარში, ლუი XVI ბრძანებით ბაღებში ბევრი დაავადებული და ბებერი ხე გადაადგილეს. XVII საუკუნეში ბაღმა დაკარგა თანამედროვე იერი და რეპლანტაცია მიზნად ისახავდა ბაღებისავის ახალი იერის მიცემას. მაგრამ, ბაღების ტოპოლოგიის გამო ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. 1860 წელს, ძველი განაშენიანება შეიცვალა, 1870 წელს ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანდა მთლიანი არეალი და ძირფესვიანად ამოიძირკვა ხეები, რაც საჭიროებდა მასიური რეპლანტაციის პროგრამას. და მაინც, ფრანკო-პრუსიის ომის წყალობით, რომელიც გაჩაღდა ნაპოლეონ III და `კომუნ დე პარიზის დროს, რეპლანტაციამ ვერ მიიღო დასრულებული სახე 1838 წლამდე.
ყველაზე უახლესი რეპლანტაციები განადგურდა ორი შტორმის შედეგად 1990 წელს და შემდეგ 1999 წელს. ზარალი ათასობით ხეს ითვლიდა. რეპლანტაციებმა რამდენიმე ტყის აღდგენა-რესტავრაციის საშუალება მისცა მუზეუმსა და სამთავრობო პირებს, ერთ-ერთი მათგანია სამი შადრევნის ტყე, რომელიც 2004 წელს აღადგინეს.
რეპლანტაციის ეროვნული პროგრამის მიხედვით, ამჯერად არც ერთი ხე, რომელიც თარიღდება ლუი XIV დროით, ვერსალის ბაღებში უკვე აღარ უნდა იყოს.