Safe Space Tbilisi

პარტნიორები


დედა ენის ბაღი ბეჭდვა ელფოსტა

ე.წ. დედა ენის ბაღი გაშენებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ბაღის გაშენება გადაწყდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში ძირითადად ჭადრები დაირგო. უფრო ადრე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაიფარა, გაკეთდა მშრალი ხიდი.

დედა ენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის ბაღში ჩატარდა დიდი მიტინგი ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, რამაც შედეგი გამოიღო და ქართული სახელმწიფო ენად დარჩა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მოგვიანებით ბაღში დაიდგა დედა ენის ძეგლი (არქიტექტორები: ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი), ხოლო 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა.