Safe Space Tbilisi
პარტნიორები
თბილისის ზღვა ,,დასაშვები დაბინძურების“ კლასიფიკაციას მიეკუთვნება | ||
თბილისის ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის მიზნით „უსაფრთხო სივრცემ“ 2011 წლის აგვისტოში კვლევა ჩაატარა. კვლევა უშუალოდ განახორციელა გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა. კვლევის ფარგლებში დამუშავდა თბილისის ზღვის წყლის სამი ნიმუში (ორი - ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხის სათავედან და თბილისის ზღვის N1 სატუმბი სადგურის წყალაღების ადგილიდან; ერთი - ჟინვალის წყლის ნიმუში თბილისის ზღვაში ჩასვლამდე).
კვლევის შედეგად, სამივე ნიმუში მიეკუთვნება დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის რბილ წყლებს. ეპიდემიური უსაფრთხოების სანიტარულ-ქიმიური მაჩვენებლები დადგენილი ჰიგიენური ნორმების ფარგლებშია. შესწავლილი მძიმე ლითონების შემცველობა მათ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე ბევრად დაბალია, ორგანული დაბინძურების ქიმიური მაჩვენებლები: ზედაპირულად აქტიური ნივთერებები, ფენოლები და ჯამური ნავთობპროდუქტები არ დაფიქსირდა. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები დადგენილი ჰიგიენური ნორმების ფარგლებშია. ამრიგად, თბილისის ზღვა წყლის ობიეტების გაბინძურების ხარისხის ჰიგიენური კვალიფკაციის მიხედვით, მიეკუთვნება „დასაშვები დაბინძურების“ წყლის ობიექტებს.
|