Safe Space Tbilisi

პარტნიორები


პრეზიდენტის ბოლო მესიჯი ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 36 000 კვ.მ.), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით,  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
მზიურის  საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია  52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით.  ტერიტორია ნაკვეთებათაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან  პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც „მზიურს“ განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
„მზიურის“  ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ იურიდიული კვლევა „უსაფრთხო სივრცის“ საიტზე ჯერ კიდევ 2012  წლიდან დევს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პარკის საზღვრები  2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და  ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით,  თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა  და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა.
2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა  ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის“ სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155;  01.14.14. 005.160;  01.10.16.008.013;  01.10.16.008.014;  01.10.16.008.015; 01.14.14.009.018;   01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030;  01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134;  01.10.17.023.011;  01.10.17.023.006.
კერძო  ნაკვეთებზე ზემოთხსენებული  სტატუსის გაუქმება მესაკუთრეს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონა2–ის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს (ზონალური შეთანხმებით), რის შედეგადაც, შესაძლებელია, „მზიურის“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები  ვიხილოთ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 4,7 ჰექტარი), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით,  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა. 

მზიურის  საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია  52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით.  ტერიტორია ნაკვეთებათაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან  პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც „მზიურს“ განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.      

„მზიურის“  ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ იურიდიული კვლევა „უსაფრთხო სივრცის“ საიტზე ჯერ კიდევ 2012  წლიდან დევს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პარკის საზღვრები  2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და  ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით,  თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა  და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა.      2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა  ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის“ სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155;  01.14.14. 005.160;  01.10.16.008.013;  01.10.16.008.014;  01.10.16.008.015; 01.14.14.009.018;   01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030;  01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134;  01.10.17.023.011;  01.10.17.023.006.  

  

კერძო  ნაკვეთებზე ზემოთხსენებული  სტატუსის გაუქმება მესაკუთრეს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონა2–ის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს (ზონალური შეთანხმებით). ერთერთ ნაკვეთს (01.14.14.005.072) სარეკრეაციო ზონა 2 შეეცვალა, საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1–ით. ამ ტენდენციით, შესაძლებელია, „მზიურის“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები  ვიხილოთ.