Safe Space Tbilisi
პარტნიორები
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა | ||
2013 წლის 12 მარტს მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რაიონში ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში იმ ხეების რაოდენობა, რომელიც უნდა მოჭრილიყო, ან ჩატარებოდა გადაბელვის და ფორმირების სამუშაოები მითითებული იყო, თუმცა მათი კონკრეტული მისამართები არსად ფიქსირდებოდა. დოკუმენტებს არ ახლდა შესაბამისი კომისიის (ან სპეციალისტის) დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მისამართებზე ამ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, სატენდერო მოთხოვნად მითითებული იყო მაღალი გამავლობის ამწე კალათა (სამხიდიანი, სამუშაო სიმაღლე არანაკლებ 20 მეტრი), რომლის აუცილებლობაც ამ სამუშაოების ჩატარებისთვის არ არსებობს. ამგვარი სამუშაოებისთვის მსგავსი ტექნიკის მობილიზება საჭირო არ იყო, რადგან მათ მხოლოდ მაღალი გრადუსით დახრილ გზებზე იყენებენ, ისიც მაღალი თოვლის პირობებში. ანა გაბრიაძემ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში აღნიშნული ტენდერის შესახებ საჩივარი(N130008366) შეიტანა. მოითხოვა ტენდერის გაუქმება, შევსებული უწყისების წარმოდგენა , სადაც მითითებული იქნებოდა იმ ხეების ჯიშები და მისამართები, რომელთა მოჭრა, გადაბელვა და ფორმირება იყო აუცილებელი. ასევე კომისიის ოქმი, რომელიც დაადასტურებდა ამ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. სარჩელის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციას სამხიდიანი ამწე კალათის გამოყენების საჭიროება უნდა დაესაბუთებინა და მიეთითებინა თუ რომელ მისამართებზე აპირებდა მის გამოყენებას. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. დავების საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. სარჩელი ეფუძნება „საქართველოს კანონის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-12 პრიმა მუხლს, სადაც გარკვევითაა ნათქვამი, რომ „სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ... დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას.
ამ კანონის შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობას სატენდერო დოკუმენტაციაში საექსპლოტაციო ხეების მისამართების მითითება პირდაპირ ევალებოდა. გარდა ამისა, „დავების საბჭოში“ 2013 წლის 12 თებერვალს და 2013 წლის 5 აპრილს შეტანილია მსგავსი ხასიათის სარჩელები, რომლებიც იგივე გარემოებებს მოიცავდა და კანონის იგივე მუხლებს ეფუძნებოდა. ეს სარჩელები „დავების საბჭომ“ დააკმაყოფილა. მაგალითად, 2013 წლის 12 თებერვალს შ.პ.ს. „თბილისის შადრევნებმა“ გაასაჩივრა(N130001810_00) თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, სწორედ მსგავსი საფუძველის გამო: არ იყო მითითებული საექსპლოტაციო ხეების კონკრეტული მისამართები და აღნიშნული სამუშაოების ჩატარება სპეციალური კომისიის მიერ არ იყო დასაბუთებული. „დავების საბჭომ“ აღნიშნული სარჩელი დააკმაყოფილა. ჩნდება კითხვა: რატომ იღებს „დავების საბჭო“ 2 ანალოგიური სარჩელის და გარემოებების არსებობის პირობებში სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებას? ჩვენ ისღა დაგვრჩენია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ და შესაბამისი დასკვნები შემდეგ გავკეთოთ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. დავების საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. სარჩელი ეფუძნება „საქართველოს კანონის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-12 პრიმა მუხლს, სადაც გარკვევითაა ნათქვამი, რომ „სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ... დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას. ამ კანონის შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობას სატენდერო დოკუმენტაციაში საექსპლოტაციო ხეების მისამართების მითითება პირდაპირ ევალებოდა. გარდა ამისა, „დავების საბჭოში“ 2013 წლის 12 თებერვალს და 2013 წლის 5 აპრილს შეტანილია მსგავსი ხასიათის სარჩელები, რომლებიც იგივე გარემოებებს მოიცავდა და კანონის იგივე მუხლებს ეფუძნებოდა. ეს სარჩელები „დავების საბჭომ“ დააკმაყოფილა. მაგალითად, 2013 წლის 12 თებერვალს შ.პ.ს. „თბილისის შადრევნებმა“ გაასაჩივრა(N130001810_00) თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, სწორედ მსგავსი საფუძველის გამო: არ იყო მითითებული საექსპლოტაციო ხეების კონკრეტული მისამართები და აღნიშნული სამუშაოების ჩატარება სპეციალური კომისიის მიერ არ იყო დასაბუთებული. „დავების საბჭომ“ აღნიშნული სარჩელი დააკმაყოფილა. ჩნდება კითხვა: რატომ იღებს „დავების საბჭო“ 2 ანალოგიური სარჩელის და გარემოებების არსებობის პირობებში სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებას? ჩვენ ისღა დაგვრჩენია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ და შესაბამისი დასკვნები შემდეგ გავკეთოთ.
სოფიო ქორიძე
|