Safe Space Tbilisi
პარტნიორები
ყვავილების დღესასწაული თბილისში | ||
ამ დღეს მთელი წელი ელოდება თბილისი-ყვავილების დღესასწაული ნამდვილი ზეიმია. ამჯერად 9 მაისის ბაღი მასპინძლობდა ათასობით დამთვალიერებელს, სადაც დეკორატორებმა მრავალი სახეობის ბაღისა და ოთახის მცენარეები წარმოადგინეს. ფერად-ფერადი ყვავილები, გვირილებით დაწნული გვირგვინები და კალათები, გოლიათი კაკტუსები და ჯუჯა ხეები, ეს ყველაფერი ამ დღის მოსართავი იყო და ნებისმიერ მსურველს მისი შეძენაც შეეძლო.
დღესასწაული გვიან ღამემდე გაგრძელდა.
|