გადავაქციოთ თბილისი მწვანე ქალაქად ბეჭდვა ელფოსტა

_peticia

 

    პეტიცია                 

არასამთავრობო ორგანიზაციების და ქ.თბილისის მოსახლეობის მიმართვა თბილისის მერიას და საკრებულოს !

მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს დედაქალაქში ხეების ჭრა.  უმოკლეს დროში შედგეს  საზოგადოების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების  შეხვედრა ქალაქის მერთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან, სამომავლოდ დედაქალაქის მწვანე

საფარისა და ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესების ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

დედაქალაქის მოსახლეობის და ტრანსპორტის ნაკადის ზრდამ მნიშვნელოვნად დაამძიმა ქ.თბილისში გარემოსდაცვითი მდგომარეობა.  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების  ძირითადად წყაროდ მიჩნეულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომელიც

ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის და ლანდშაფტური თავისებურების გამო  ღრუბელივით გროვდება ქალაქის თავზე.  ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. საყურადღებოა, რომ დედაქალაქში სულ უფრო იზრდება

რეგისტრირებულ დაავადებათა რიცხვი, რომლებიც, შესაძლოა დაკავშირებული იყოს დაბინძურებულ ჰაერთან, მათ შორის ფილტვისა და ხორხის კიბო, სასუნთქი გზებისა და სისხლძარღვოვანი დაავადებები.

წლების განმავლობაში უკონტროლოდ იჩეხებოდა ხეები თბილისის შემოგარენში თუ ცენტრში  კორპუსებისა და კერძო სახლების ასაშენებლად, გაიჩეხა უამრავი სკვერი და ბაღი, რაც მოსახლეობის სამართლიან პროტესტს იწვევდა.

სიტუაცია უფრო პრობლემური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისის მთავრობამ ყოველგვარი ახსნა -განმარტებისა და არგუმენტაციის გარეშე, მოსახლეობის საზიანოდ  დაიწყო ქალაქში არსებული მრავალწლიანი ნარგავებისა მოჭრა და მწვანე საფარის

განადგურება.აღმაშენებლის გამზირის  რეკონსტრუციას შეეწირა აქ მდგარი ყველა ხე, ბარათაშვილის ქუჩაზე  ამოძირკვეს ორმოცდაათწლიანი ცაცხვები,  მადათოვის კუნძულზე გაშენებული წიწვოვნები-(ყოფილი კორტების ტერიტორია), სანაპიროზე გაიჩეხა

ათობით ჭადარი.

ჭადრების, ნეკერჩლების, კედრების, ცაცხვისა და კიპარისების ნაცვლად ირგვება დეკორატიული ჯიშის ხე-მცენარეები, ძირითადად არაენდემური სახეობები, რომელსაც მხოლოდ  ესთეტური დანიშნულება  აქვთ, მათი გახარების და გადარჩენის შემთხვევაში.

მოსახლეობა ყოველდღიურად გამოთქვამს პროტესტს ქალაქში არსებული მდგომარეობის გამო, აუცილებელია თბილისის მთავრობამ და საკრებულომ სასწრაფო წესით შეაჩეროს ქალაქში ხეების ჭრა, და მოსახლეობასა, სპეციალისტებსა და არასამთავრობო

ორგანიზაციებთან ერთად მომზადეს და განხილულ იქნას თბილისის გამწვანების გეგმა.                   

  ააიპ“უსაფრთხო სივრცე“-ანა გაბრიაძე

 „კავკასიური სახლი“- ნაირა გელაშვილი

„ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“- თამარ     ჩუგოშვილი

„მწვანე     ალტერნატივა“- მანანა ქოჩლაძე

CENN-ნანა ჯანაშია

„ჯანმრთელი სამყარო“-ზურა ფუტკარაძე

 „საზოგადოებრივი დამცველი“-ირინა ფუტკარაძე

P.S. ვინც ეთანხმება    პეტიციას, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, მიუთოთოთ ორგანიზაციის დასახელება და ხელმოწერით დაგვიდასტუროთ.