560 ახალი ნერგი დიღმის ტყე- პარკში ბეჭდვა ელფოსტა

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საქართველოს სამხედრო გზიდან, დიღმის ტყე-პარკის  ცენტრისკენ , მსოფლიო ოლიმპიადის ჩემპიონებმა მწვანე ნარგავები გააშენეს და სპორტული დიდების ხეივანი დაარქვეს.

 

ხეივანი ტყე-პარკის შუაგულში მდებარე ველამდე უნდა მისუყლიყო, თუმცა მალე ამ ტერიტორიას ფირმა „სანი“ დაეპატრონა და აგუგუნდა ტრაქტორები, ქვა-ღორღის ქვეშ აღმოჩნდა ათობით მრავალწლიანი ფიჭვები და ნარგავები. მოსახლეობამ მოიგერია და მოახერხა ხელი ხელი შეეშალათ ბავშვთა ფედერაციისთვის, რადგან  ამ ველზე სპორტული მოედანი აშენებულიყო. თუმცა უკვე განადგურებულ, მიწაში ჩამარხულ ნარგავებზე ავტოსალონი აშენდა. მერე, ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში ახლომდებარე მოსახლეობამ დიღმის ტყე-პარკის ველი ბოსტნებად გაინაწილა და საარსებო წყაროდ აქცია.  ინტენსიურად რწყავდნენ ველს და ამ მორწყვის შედეგად ღობეების სარებიც დაფესვიანდა და გაიხარა. ასე გაჩნდა მუხების მწკრივი სარებიდან -ხეებამდე. ამ წლებში ტყის ნარგავები იჩეხებოდა , მაგრამ მოსახლეობა ახალსაც რგავდა და ასე ინარჩუნებდა ტერიტორიას მანამ, სანამ შემოდგომის ერთ დღეს, როცა ადამიანები მოსავლის აღებას აპირებდნენ შპს“ სანის“ წარმომადგენლებმა ბულდოზერებით  არ გადათხარეს ველი, მიწაში ჩამარხეს ათობით ნარგავი და ჩაჭნიხეს ყურძენი, ახლაც იგონებენ ამის მნახველი ადამიანები, თუ რამდენ ხანს უდიოდა აქაურობას  ღვინის მძაფრი სუნი. 2003 წელს, როცა ჰომუსი მოხსნილი იყო ამ ტერიტორიაზე ბულდოზერები შემოვიდა და მშენებლობა წამოიწყეს.

 

 

ხალხი ფეხზე დადგა ტყე-პარკის გადასარჩენად, დაიწყო აქციები, ტყე-პარკიში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების  გამოფენბი სატელავიზიო სიუჟეტები, სტატიები,ჟურნალისტური გამოძიებები,მაშინ საკრებულომ პირველად   მხარი  დაუჭირა  მოსახსლეობას   და   ამჯერად ასე  მოხერხდა ტყის გადარჩენა. იქაურობა კი ნაბრძოლ ველს ჰგავდა  დამტვრეული სინკარებით,  დაჭრილი მილებითა და  ქვა-ღორღით. მოსახლეობამ ისევ გააგრძელა ტყეზე ზრუნვა,   კარდაკარ შეგროვებული თანხებით გამოეყვანის წყალი და  ზაფხულის ცხელ დღეებში დილა-საღამოს  რწყავდნენ  ნარგავებს და ხეებიც ნელ-ნელა მიიწევდნენ ცისკენ. ამ დროს შეგროვდა 2000 ხელმოწერა და თბილისის საკრებულომ ტყე-პარკს სპეციალური გამწვანების სტატუსი მიანიჭა, თუმცა 2009 წელს ეს სტატული  გააუქმა , რითაც ველზე ინტენსიური მშენებლობები დასაშვები ხდებოდა. ისევ განახლდა ბრძოლა, მოსახლეობა კვლავ ჩაერთო აქციებში, გადაიღეს ფილმი, გამოქვეყნდა სტატიები, მიმართავდნენ სასამარტლოს...ამ რამდენიმე დღის წინ ველზე, რომელიც წლების მანძიზე ნამდვილ ბრძოლის ველად იყო ქცეული  560 ძირიფ ფიჭვის ახალი ნარგავები გაქჩნდა, ფიჭვები  თბილისის მერიამ დარგო,  რაც გვაფიქრებინებს, რომ  დიღმის ტყე-პარკს მწვანე მომავალი ექნება!