დიღმის ტყე-პარკი ცხვრებმა შეჭამეს ბეჭდვა ელფოსტა

cx2 დიღმის ტყე-პარკში ცხვრით ვაჭრობა ისევ გრძელდება. ცხვრის ფარა  აქ ყოველ დილით  9 -საათზე მოჰყავთ და საღამომდე აჩერებენ.  ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ცხვრის დაკვლა-გატყავებაც ხდება.

ნარჩენებით  კი მიმდებარე ტერიტორია ბინძურდება. ცხვრები მცენარეებს აზიანებენ.   ამ ფაქტს დიღმელებიც აპროტესტებენ რადგან საქონელი ტყე-პარკის ახალდარგულ წიწვოვან და ფოთლოვან მცენარეებს ანადგურებს.

დიღმელები ამბობენ, რომ  ცხვარი დიღმის ტყე-პარკის გადაუჭრელი პრობლემაა. „ ირგვლივ საშინელი სიბინძურეა, აქვე კლავენ და ატყავებენ პირუტყვს. როგორ შეიძლება ტყე-პარკში ცხვარი თავისუფლად დასეირნობდეს.“

მეცხვარეები ამბობენ რომ ცხვარი ტყე-პარკს ზიანს არ აყენებს, რადგან ზამთრის პერიოდში მხოლოდ ჩამოცვენილ ფოთლებს ჭამენ და ნარგავებს არ ანადგურებენ. ტერიტორიაზე  გასაყიდად გამოჰყავთ,  საღამოს კი სადგომებში გადაჰყავთ.

ცხვრის ფასი 140 ლარიდან იწყება, ფასში პირუტყვის დაკვლა და გატყავებაც შედის.

დიღმის ტყე-პარკის საძოვრად და სავაჭრო ობიექტად გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით,  არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ “დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურს, გასული წლის ოქტომბერში მიმართა. აღნიშნულ ორგანიზაციებს  რეაგირება დღემდე არ მოუხდენია.