Safe Space Tbilisi
პარტნიორები
შობა ახალი წელი | ||
6 იანვარს ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიას სკვერს ვესტუმრეთ. ქვის კონსტანტინე და ირგვლივ ქვაში ჩაფლული სკვერი. კონსტანტინე აქაც „ცოცხალია’’,--სკვერი რატომღაც უსიცოცხლო და გაქვავებული. სკვერის წინ თეთრი ფარდულების გრძელი რიგია, --- ეს, მერიის საშობაო ინიციატივაა- საშობაო ვაჭრობა. თეთრი ფარდულები, რკინის ღობეები, ხალხის რიგი.
7 იანვარს ვარდების მოედანზე ალილოსთვის ემზადებიან. მოედანი ერთი მხრიდან შემოღობილია. ღობე წინა, საბჭოთა ეპოქის დეკორატიული ხელოვნების ნიმუშის დემონტაჟის შედეგს , ---ნანგრევებს ფარავს. მოედნის მეორე მხარეს კი , ამ ეპოქის ძეგლი დგას, -დიდი, შავი ველოსიპედი. თუმცა, მოედანზე ერთ ხესაც ვერ ნახავთ. ქვაფენილზე უამრავი ხალხი შეგროვდა, -- სადღესასწაულო მსვლელობისთვის ემზადებიან. ბავშვები, ულამაზესი თეატრალური აქლემები, ზღაპრული კუ ,სირაქლემები, მოძრავსპილოებზე ამხედრებული ინდოელები. ბავშვები- ანგელოზები, მზე, სითბო, საკმევლის სუნი, გაღიმებული ხალხი. ზღაპრული წარმოდგენის მონაწილეების მსვლელობა მოედნიდან დაიწყო და რუსთაველზე, ზეთის ხილის ხის ჩავლით სამებისკენ გაეშურა. გილოცავთ შობა ახალწელს!
|