საქართველოს მთავარი მეტყევე: ტყის ფონდიდან ამორიცხული ტერიტორიებისთვის ტყის სტატუსის შეცვლა არ შეიძლებოდა |
|
|
2010 წელს თბილისის შემოგარენში არსებულ ტყის ტერიტორიებს სტატუსი შეეცვალა და ამ ტერიტორიებს მწვანე ნარგაობა დაერქვა. ამ ცვლილების შედეგებზე და ზოგადად ტყის მნიშვნელობაზე ჩვენ საქართველოს მთავარ მეტყევეს, ლერი ჭაჭუას ვესაუბრეთ.
|
დაწვრილებით...
|
მზის საათი კუს ტბაზე - შემეცნებითი და გასართობი კონსტრუქცია |
|
|
არტ-დიზაინერი კახი ერაძე მზის საათის შეკეთებას ითხოვს მზის საათი - მექანიზმი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. მისი გამოყენება მარტივია. კითხვაზე „რომელი საათია?“ თქვენი ჩრდილი გიპასუხებთ. საინტერესოა, რომ მზის საათი თბილისში უკვე დიდი ხანია არსებობს. 15 წლის წინ მზის საათი მხატვარ-დიზაინერის კახი ერაძის ინიციატივით კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. კონსტრუქციაზე ძველქართულად თვეების დასახელება და ციფრებია გამოხატული. როდესაც ადამიანი დგება საჭირო ადგილას მზის საათზე - თვის და რიცხვის მიხედვით, მისი ჩრდილი ციფრების შორის ეცემა და გვანახებს რომელი საათია.
|
დაწვრილებით...
|
„საზოგადოებრივი პრიორიტეტები“ - ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ახალი პროექტი |
|
|
გადაცემები
გადაცემა „ჩვენი სივრცე“ - ძეგლები. გუდიაშვილის მოედანი -
გადაცემა „ჩვენი სივრცე“ - უკონტროლო მშენებლობები თბილისში
სიჟეტები
ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ყავლაშვილის ქუჩაზე
ახალი ჯიხურები ვაგზლის მოედანზე -
კუს ტბის მზის საათი
სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე
მშენებლობა ვარაზისხევში
კუნძული მტკვარში
მშენებლობა ასათიანის ბაღში
„Vetro Vario“ - არტ-სალონი მცხეთის ქუცაზე
„საზოგადოებრივი პრიორიტეტები“ - ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ახალი პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“-მ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტ „საზოგადოებრივი პრიორიტეტები“-ს მიზანია ადამიანების დახმარება, ადვოკატირება და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წარმატებული ადვოკატირებისთვის და მოსახლეობის დასახმარებლად ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებენ. „უსაფრთხო სივრცის“ იურისტები ცდილობენ მოსახლეობას რაც შეიძლება კარგად განუმარტონ მათი ეკოლოგიური და ურბანული პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მექანიზმ - სატელევიზიო გაშუქებას იყენებს. ორგანიზაციის იურისტები ამ პროცესშიც აქტიურად არიან ჩართულები. პროექტ „საზოგადოებრივი პრიორიტეტების“ ფარგლებში „უსაფრტხო სივრცე“ ამზადებს სატელევიზიო გადაცემებს ტელეკომპანია „TV3“-სთვის, ახალი ამბების სიუჟეტებს და გეგმავს დოკუმენტური ფილმების გადაღებას ამავე ტელეკომპანიისთვის. ჩვენ გთავაზობთ „TV3“ -ს ეთერში უკვე გასული გადაცემების და სიუჟეტების ლინკებს.
|
დაწვრილებით...
|
სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე |
|
|
სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ტენდერის შედეგების მიხედვით სამაგრი კედლის აშენების ვალდებულება კომპანია „ტრანსკავკასია“-ს დაეკისრა. სამუშაოების დაწყებიდან მოკლე დროში კედლის აშენებამ გაგარინის აღმართზე ადგილობრივი მცხოვრების სახლების დაზიანება გამოიწვია.
|
დაწვრილებით...
|
ძაღლები |
|
|
2012 წელს, როდესაც თბილისის მერიის ინიციატივით ძაღლებისათვის მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა, ეს მათთვის ვისაც უპატრონო ძაღლების შიში ჰქონდა სასიხარულო ფაქტი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ სახლშიც მშვიდად დაბრუნდებოდნენ და ცხოველებიც ბევრად უკეთეს პირობებში გააგრძელებდნენ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი ასე არ მოხდა. მერიის "გარეულ და შინაურ ცხოველეთა თავშესაფარში" ეზოებიდან აყვანილი ძაღლები სულაც არ ცხოვრობენ ისეთ პირობებში როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაცია ბევრად უკეთესია ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც ძაღლების ქუჩიდან აყვანას შპს „დებიუტი“, ანუ საქართველოს პირველი ვეტერინარული კლინიკა ახორციელებდა. მაშინ თბილისში ძაღლებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ და ხოცავდნენ.
მაგრამ მაინც... - დახურული ვოლიერები, სადაც ერთად რამდენიმე ძაღლი ჰყავთ მოთავსებული, აუტალნელი სუნი და ანტისანიტარია - ასეთ პირობებში თავშესაფარში დღეისათვის 247 ძაღლი ცხოვრობს.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით გამოწვეული შედეგების შეფასება |
|
|
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით გამოწვეული შედეგების შეფასება
ქ.თბილისის საკრებულომ 05.06.2009 წელს მიიღო N6-17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ქ. თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს შეიტანა N10-24 გადაწყვეტილებით ცვლილება, რომლითაც თბილისის ტერიტორია მისი შემოგარენის შეერთების ხარჯზე გაიზარდა. ასეთი ტერიტორიებში აღმოჩნდა სოფლები: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი და სხვა.
თბილისის ტერიტორიების გაფართოების შემდგომ მოხდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით ტყის ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხავა და მათი გადაცემა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში.
ა(ა)იპ „უსაფრთხო სივრცის„ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც შეეხება სატყეო სამეურნეო ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხვას, (8106.9 ჰა) რომლის უმეტესი ნაწილი განფენილია წავკისის, ტაბახმელას, შინდისის და სხვ. ტერიტორიაზე, ნათლად დაგვანახა, ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების კატასტროფული მდგომარეობა, რომელთა გაჩეხვა დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასე მაგ.:
შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ ეტაპობრივად ხდებოდა მიწის ნაკვეთების შესყიდვა-გაყოფა და დღეისათვის შპს „ მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში აღრიცხულია 324890 კვმ-მდე მიწის ნაკვეთი , რომლის უმეტესი ნაწილი 2010 წლის 20 აგვისტოს მთავრობის N1070 განკარგულებით ამორიცხულ იქნა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან. მოცემულ ტერიტორიაზე ბიზნეს-საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებით, მოხდა ამ ტერიტორიის ფუნქციურ-ზონალური ცვლილება. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2012 წლის 10 იანვარს „ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა“ კომისიის მიერ, რომლითაც მოხდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა და სასოფლო-სამეურნეო ზონის სარეკრეაციო ზონა 3-ითა და სატრანსპორტო ზონა 1-ით შეცვლა. კერძოდ, შპს „მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს ფართობით 283357 კვმ-მდე მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი, რომელიც ადრე სარგებლობდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სასოფლო-სამეურნეო ზონის სტატუსით. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი განახორციელოს ნებისმიერი მისთვის სასურველი ქმედება, მითუმეტეს რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს რაიმე შემაკავებელი ნორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების ჭრის აკრძალვის შესახებ, ან თუნდაც მასზე ნებართის გაცემის შემთხვევაშიც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ვერ იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული ხეების ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ საკითხის სპეციალისტების მიერ შესწავლას.საექსპერტო დასკვნით, რომელიც შეეხება სოფ.წავკისში მშენებარე გამაჯანსაღებელი კომპლექსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მცენარეული საფარის დახასიათებას და თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას, ირკვევა, რომ 2012 წელს საკურორტო კომპლექსის მშენებლობის და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით ბუნებრივი ტყის კორომში, დაახლოებით 2ჰა ფართობზე ჩატარდა ტყის პირწმინდა ჭრა. საკურორტო კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის ზედა მხარეს, კოჯრის გზატკეცილიდან ახლადგაყვანილი გზის გასწვრივ გაშენებულია კავკასიური ფიჭვის კულტურა. ტყე კულტურები გაშენდა გასული საუკუნის 30–40იან წლებში და ამდენად დღეს ეს ხელოვნური კორომები, უაღრესად დიდ გარემოსდაცვით და სარეკრეაციო ფუნქციებს ასრულებენ. გზის მონაკვეთის გარდა საკურორტო კომპლექსის მიდამოებში ჭრა ჩატარებულია, აგრეთვე ობიექტის მოპირდაპირე, ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე. დაახლოებით 2000 კვმ ფართობზე ნაკვეთი დატერასებულია. შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ტყეკაფვის აღრიცხვის უწყისიდან ჩანს, რომ 3152 ხე იქნა გაჩეხილი. სხვა ტერიტორიების შესწავლის შემდეგაც, სავარაუდოდ მსგავსი სიტუაცია შეგვხვდება. აღსანიშნავია ისიც რომ, დღეის მდგომარეობით თბილისის საზღვრებში არსებულ მხოლოდ 400 ჰა მიწის ფართობს აქვს ტყის სტატუსი. ბუნებრივია, ყოველივე ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მწვანე ნარგავებს და მთლიანად მწვანე საფარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულს, წინ უძღოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განხორციელებული ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო სამართლებრივი ქმედებები:
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილებითდამტკიცებული „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების მე–3 მუხლის თანახმად, 06.08.2010წ. ქ. თბილისის მერმა გიგი უგულვამ მიმართა თხოვნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონგ. ხაჩიძეს, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, „ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის წესის“ პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც განპირობებული იყო საკურორტო–რეკრეაციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონით ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ მიღებული 2000 წლის 1 დეკემბერს N594–Iს პირველი მუხლით აკრძალული იყო ქ.თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა. 18.12.2007 წელს (N5642-IIს) ზემოაღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება , რომლითაც შესაძლებელი გახდა – ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა , მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.
მერიას არანაირი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არ წარუდგენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ ყოფილა განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განხორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება, რომლითაც მოხდა სატყეო ფონდიდან ფართობების ამორიცხვა ეფუძნება ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი განიხილას აქ არ თველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ სატყეო სააგენტომ, რომელმაც 2010 წლის 16 აგვისტოს N25/05-2-7/76 წერილით, აღნიშნა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებული მიწის ფართობები ნაწილობრივ განფენილია სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში, საერთო ფართობით 8106.9 ჰა (80788366.4 მ2), ითვალისწინებს რა საკითხის მნიშვნელობას ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ არის წინააღმდეგი განხორციელედეს 8106.9 ჰა მიწის ფართობების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა.
18.08.2010 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ N16/2346/3–10 წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აცნობა რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ტყის ფონდიდან ამორიცხულიქნას აღნიშნულ წერილში მითითებული მიწის ფართობი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2010 წლის 18 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსადმი გაგზავნილ N17/08/3905 წერილით მხარი დაუჭირა ქ.თბილისის ადმინმისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საერთო ფართობი 8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვას.
აღნიშნული საკითხი 19.08.2010წ. განიხილა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფოკომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: გ.ხაჩიძე, გ.მამაცაშვილი, პ.ხაჩიძე, ა. ადამია, დ. იოსელიანი, ზ. ბატიაშვილი, პ.ჭიპაშვილი, ა. ცინცაძე, შ. ჯავახაზედავ. გეგლაშვილი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 8106.9 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა. კომისიის გადაწყვეტილებით ( სხდომის ოქმი N8, 19.08.2010წ.) დაევალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის. ამ უკანასკნელმა 19.08.2010 წ. საქართველოს მთავრობას წარუდგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი.
20.08.2010 წ. საქართველოს მთავრობამ განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების ( 8106.9 ჰა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ და N1070 განკარგულებით ამოირცხა სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდიდან (8106.9 ჰა) მიწის ფართობი და გადაეცა ქ. თბილისის მერიას.
კანონმდებლობაში არსებობს უამრავი ხარვეზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ადრე მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ფონდში არსებული ტყეები უფრო დაცული იყო, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ფაქტობრივად დაუცველი გახდა ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა. ასე მაგ:,
„გარემოს დაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მიღებული 1996 წელს , სატყეო ფონდის მიწების (50-დან 100 ჰექტრამდე ფართობის) არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენება და ტყის ჭრა - 100-დან 500 ჰექტრამდე ფართობის ტყე კაფაზე (ყველა სახეობის ჭრის ჩათვლით) აუცილებელი იყო ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური ორგანოები. ნებართვის გაცემის პროცედურების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო: სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 12/14/2007 N5602 გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ტყის ჭრასთან და სატყეო ფონდის მიწების არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილებით დგება საფრთხე მწვანე ნარგავების განადგურების, ვინაიდან, არ არსებობს დღესდღეობით კანონით გათვალისწინებული ტყის ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულება.
ამავდროულად თუ თბილისის ირგვლივ მდებარე 7 კილომეტრიანი ზონა ითვლებოდა მწვანე ზონად და აქედან არ იყო დაშვებული სამეწარმეო ჭრები დღეისთვის არსად არის გაწერილი ამის აკრძალვა.
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხულ (8106.9 ჰა) ამორიცხული მიწის ფართობებს მიენიჭა ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი. დღეისთვის თბილისის ტერიტორიაზე ტყის სტატუსით დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ 400 ჰა.
ნათელ მაგალითს იმისა თუ პრაქტიკულად რა შედეგი მოიტანა ამ გადაწყვეტილებებმა წარმოადგენს წავკისის მაგალითი:აქ გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის შეძენილ მიწაზე ტყეს შეეცვალა სტატუსი და გახდა ლანდშაფტურ–სარეკრეაქციო ზონა . შემდგომ კი ტერიტორიას სხვადასხვა დროს მიენიჭა სატრანსპორტო ზონის და სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს მოქმედების თავისუფლებას კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ხეების ჭრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი რეგულირდება ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N02.01.32 დადგენილებით დამტკიცებული „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესით“, მასში არ არის განსაზღვრული კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოჭრის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. ნებართვას გასცემს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, თუმცა არ არსებობს არანაირი წინაპირობა, თუ რის საფუძველზე უნდა გაიცეს ნებართვა. შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები ფაქტიურად დაუცველია და კერძო მესაკუთრეს საჭიროების შემთხვევაში (მშენებლობის წარმოებისას) ყოველთვის შეუძლია მათი განადგურება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე გაცემული ნებართვის საფუძველზე.
საქართველოს მთვარობის 2010 წლის 20 აგვისტოს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ N 1070 განკარგულება არის უკანონო. ვინაიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი დასაბუთების და საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე. არყოფილა ეს საკითხი შესწავლილი არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და არც საქართველოს კულტურისა და ძელგთადაცვის სამინისტორების მიერ.
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით. ზემოაღნიშნული კანონის მუხლში პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილების შემთხვევაში. ქ. თბილისის მერიამ იმდაგვარად დასვა საკითხი დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, რომ ამის არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ქ. თბილისის მერიას არ წარუდგენია არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ არის განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება ეფუძნება ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, მათი მხრიდან შემდგომი რეაგირებისათვის.
ასევე, 2014 წლის 25 მარტს „უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქ.თბილისის საკრებულომ 05.06.2009 წელს მიიღო N6-17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ქ. თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს შეიტანა N10-24 გადაწყვეტილებით ცვლილება, რომლითაც თბილისის ტერიტორია მისი შემოგარენის შეერთების ხარჯზე გაიზარდა. ასეთი ტერიტორიებში აღმოჩნდა სოფლები: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი და სხვა.
|
დაწვრილებით...
|
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 1050 არარსებული ხის მოჭრაზე |
|
|
თბილისის მერიამ 1050 ხის მოჭრის, დასაწყობებისა და გატანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (სპა 140001850). სატენდერო დოკუმენტაციაში მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. 19 თებერვალს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ვიდეოჩანაწერს.
სანიტარული ჭრის ჩატარების აუცილებლობას ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ არ უარყოფს. გამხმარი ხეები ნამდვილად უნდა მოიჭრას, თუმცა მანამდე უნდა ჩატარდეს კვლევა, აღნიშვნა და აღრიცხვა, რომელიც ასეთი ჭრის აუცილებლობას დაადასტურებს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ტენდერი შარშანაც გასაჩივრდა (სპა 130005213). მაშინ დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ დავების საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მერიის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.
საცივრის საფუძველია ის, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (სპა 140001850) 1050 ხის მოჭრის, დასაწყობების და გატანის მომსახურების შესყიდვაზე, კანონდარღვევითაა შედგენილი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას. აღნიშნული სატენდერო დავალება არ მოიცავს: შესასყიდი სამუშაოების მოცულობას (არ არის დაკონკრეტებული, თუ რა კატეგორიის ხეები უნდა მოიჭრას) და მომსახურების გაწევის ადგილს( მოსაჭრელი ხეების მისამართები, თვით შემსყიდველისთვისაც კი უცნობია).
ტენდერი (სპა 140001850) სანიტარულ ჭრაზეა გამოცხადებული. „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში“, ასეა განსაზღვრული სანიტარული ჭრა: „სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა.“ შესაბამისად, სანიტარულ ჭრებზე გამოცხადებულ ტენდერში უნდა იყოს სპეციალური გამოკვლევის და აღრიცხვის მასალები, რაც საფუძვლად დაედება მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ სანიტარულ ჭრას. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში კი არცერთი ეს დოკუმენტი არ არის ატვირთული. გასაოცარია, რომ დავების საბჭოში საჩივრის განხილვისას, თბილისის მერიის წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ მოსაჭრელი ხეების კვლევაც და აღრიცხვაც შემდეგში განხორციელდება თავად მიმწოდებლის მიერ. კითხვაზე, თუ საიდან გამომდინარეობს მოსაჭრელი ხეების რაოდენობა, როდესაც არ არსებობს წინასწარი კვლევები, მერიის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ მოსაჭრელი ხეების რაოდენობა ბიუჯეტის მიხედვით ისაზღვრება.
პ.ს. რაც შეეხება სანიტარულ ჭრას, თბილისის მერია ამ ცნებას იმ შემთხვევაშიც წარმატებით იყენებს, როდესაც, რეალურად, სპეციალური ჭრა ხორციელდება. მაგალითად, ასათიანის #10–ში, ხეების მოჭრისას, ნებართვები სანიტარული ჭრაზე გაიცა, მაშინ, როდესაც ის მშენებლობის მიზნით ტერიტორიის გასუფთავებას ითვალისწინებდა და, თავისი არსით, სპეციალური ჭრა იყო.
თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახური მწვანე ნარგავების მოვლისას სარგებლობს „ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესით“. ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „უსაფრთხო სივრცის“ იურისტმა შეადგინა წესი, რის მიხედვითაც უნდა შედგეს სატენდერო დოკუმენტაცია. გთავაზობთ უცვლელად:
ტექნიკური დავალების ძირითადი სავალდებულო მოთხოვნები:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 12 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ქვეპუნქტი:
დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას.
ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის მე3 მუხლი განსაზღვრავსმწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს:
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ამავე წესის მე- 4-ის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი:
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
მე-8 მუხლის კი განსაზღვრავს: მოვლითი ჭრებისას, მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ან გამგეობის მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
თბილისის მერიამ 1050 ხის მოჭრის, დასაწყობებისა და გატანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა (სპა 140001841). სატენდერო დოკუმენტაციაში მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. 19 თებერვალს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ამ სხდომის ვიდეოჩანაწერს.
{youtube width="500" height="400"}6i-1CCELVo4{/youtube}
|
დაწვრილებით...
|
ტყე, რომელიც ტყე აღარ არის |
|
|
რატომ ამორიცხეს თბილისის გარშემო ტყეებიდან 8106 ჰა. ტყე ტყის ფონდიდან?
"ტყე იყო აღიარებული და ახლაცაა აღიარებული სასიცოცხლო მოვლენად. ტყის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იქნება: ეს ცოტა მხატვრული ნათქვამია, მაგრამ კარგადაა ნათქვამი. ერთი ასეთი გამოთქმა ეკუთვნის ეგზიუპერს: წყლის გარეშე არ არის სიცოცხლე, ხოლო წყალი, არ არის ტყის გარეშე. იმისათვის, რომ წყალი იყოს გამოყენებადი და არა დამანგრეველი, ამის მარეგულირებელი მხოლოდ და მხოლოდ ტყეა. რომ არაფერი ვთქვათ, ტყის იმ მნიშვნელობაზე, რომ ის ნახშირბადის აკუმლიატორია, რომ დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს. რაც უფრო განვითარდა მრეწველობა, რაც უფრო ურბანული გახდა ჩვენი ცხოვრება, ნახშიროჟანგის გამოყოფა გაცილებით ჭარბობს იმ ენერგიას, რაც გააჩნია ტყეებს. ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის აუცილებელია, რომ იქ არსებობდეს მწვანე საფარი. მწვანე საფარიდან კი ყველაზე მაღალი ეფექტის მომცემი ტყეა.“ – გვესაუბრება გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს მთავარი მეტყევე ლერი ჭოჭუა. თავის დროზე, თბილისის გარშემო ტყეების გაშენება სწორედ ამ მნიშვნელობის გააზრების შედეგად დაიწყო.
|
დაწვრილებით...
|
ბავშვის თვალით დანახული სამყარო |
|
|
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა? ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება. ამოცანა ასეთი იყო: ბავშვებს ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო. ყველას განსხვავებული თემა ჰქონდა და ყველა ნამუშევარი ორიგინალურია. ძალიან საინტერესოა გურანდა ტაბატაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია – „დედამიწა“ : ძველ ქოლგებზე მოხატულ–მოქარგული, 2 ქოლგაზე განაწილებული, 2 ნახევარსფერო. ნოდარ დეკანოსიძის ნამუშევარში „ეგვიპტე“ ასახულია ეგვიპტის ყველა ღირსშესანიშნაობა: პირამიდები, სფინქსი, ძველეგვიპტური ღვთაებები, ფარაონთა სამარხები, ნილოსი, აქლემების ქარავანი, უცხოდ ფრთებმოხატული ფრინველები, ეგვიპტური იეროგლიფები. დათო ჩილაჩავას „საქართველო“ დღევანდელ საქართველოზე ბევრად დიდია. რუკაზე შავი ზღვა მართლაც შავია, ხოლო ყველგან ძველქართული წარწერები ჩანს. საქართველოს რუკაზე საქართველოს ისტორიაა ასახული: არგონავტებიდან დაწყებული, ერეკლე მეორით დამთავრებული. ნამუშევრიდან ჩანს საქართველოს განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის: რუკის თითქმის ყველა წერტილში ბრძოლებია გაჩაღებული. ასევე საინტერესოა გიორგი ქებურიას „ციხე“. სურათი ნახევრად აბსტრაქტულია, იგრძნობა დაძაბულობა. რუკის მთავარი ხაზი არის გზა, რომლითაც „პატიმრები“ თავიანთ შემოსაზღვრულ სამყაროში გადაადგილდებიან. ძალიან ლამაზია ნათია გურაბანიძის „რაჭა“: რუკა მთლიანად ფერადი ნაჭრების ფრაგმენტებითაა შექმნილი და ხალისიან განწყობას ქმნის. ნამუშევარში „სომხეთი“ სომხეთის ისტორიაა აღწერილი: ჩანს სომხეთ–თურქეთის ბრძოლა არარატის მთის ირგვლივ. კატია სიმაგინას „რუსეთის“ ნახვისას ცხადი ხდება, თუ რამდენი ინფორმაცია მოუძიებია ავტორს ამ ნამუშევრის შექმნისას: რუკაზე საზღვრები განსაკუთრებით კარგადაა გამოკვეთილი, აღნიშნულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კერები, გამოყოფილია რუსეთი სხვადასხვა კუთხე თავისი თავისებურებებით: ტუნდრაში ესკიმოსებისა და ლოსის გამოსახულებას ვხედავთ, ხოლო მოსკოვში: გაპრანჭული გოგო–ბიჭების. ქეთი აკოპაშვილის „ინგლისი“ მოიცავს ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და სიმბოლურ ფიგურებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონი, ბუკინგემის სასახლე და დედა დედოფალი, სტინგი და რობინ ჰუდი... რუსიკო ტანბატაძესა და ია ცეკვავას ერთი თემა აქვთ: „სოფელი“, თუმცა მათი გადაწყვეტა აბსოლიტურად განსხვავებულია. რუსიკო ტაბატაძის „სოფელი“ ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის განწყობას ქმნის, ხოლო ია ცეკვავას ნამუშევარი – შავ–თეთრი. სწორედ ია ცეკვავას ნამუშევრიდან წამოვიდა იდეა შექმნილიყო მსგავსი ნამუშევრების სერია. ნაილი ვახანიას „აფრიკა“ მთლიანად აფრიკის კინტინენტს მოიცავს. გამოკვეთილია ეგვიპტე თავისი პირამიდებით, იეროგლიფებით, სარკოფაგებითა და სფინქსით. აფრიკის კონტინენტის გარშემო აღნიშნულია პატარ–პატარა, ველური კუნძულებიც. გიორგი შანიძის „ამერიკაში“ გაერთიანებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები. ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი პასაჟია ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ იორკის ცათამბჯენებით, თეთრი სახლით, თავისუფლების ქანდაკებით, დოლარითა და ბანკებით. სამხრეთ ამერიკის მთავარი თემა ბრაზილია და არგენტინაა: რიო დე ჟანეირო, ფეხბურთი, კარნავალი და სერიალები.
ასეთია ბავშვის თვალით დანახული სამყარო.
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა? ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება.ამოცანა ასეთი იყო: ბავშვებს ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო.
|
დაწვრილებით...
|
"უსაფრთხო სივრცის" მიერ გასაჩივრებული ტენდერები |
|
|
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.
ნანა რამიშვილი: „წარმოებაში გვაქვს 3 სარჩელი: გლდანის, ნაძალადევის და კრწანისის გამგეობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ეს ტენდერები (SPA130020875; SPA 130021761; სპა130021268), თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით, დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, მაგრამ დავების განხილვის საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება იმ დოკუმენტაციასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გვაქვს გასაჩივრებული. სამივე ტენდერის გასაჩივრების მოტივი სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილება იყო. კერძოდ, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული იმ ხეების კონკრეტული მისამართები, რომელთა მოჭრაზე, გადაბელვასა და ფორმირებაზე იყო გამოცხადებული ტენდერი. ეს კანონის პირდაპირი დარღვევაა, რადგან შესყვიდვების შესახებ კანონიც, დებულებაც და წესიც ითვალისწინებს იმ ადგილის კონკრეტულად მითითებას, სადაც შესყიდვა უნდა განხორციელდეს . დავების საბჭოს მოტივაცია იყო ის, რომ რაიონების ტერიტორია, შედარებით შემოსაზღვრულია და უფრო გასაგებია სად უნდა განხორციელდეს მომსახურება. ამასთან, დავების საბჭომ გამგეობების პოზიცია გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მოჭრებს, გადაბელვებს და ფორმირებებს მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებების საფუძველზე ახორციელებენ და წინასწარ მათთვის არ არის ცნობილი, სად რა მომსახურება უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამ პოზიციას არ დავეთანხმეთ იმ ნაწილში, რომ მათ ჯერ განცხადებები უნდა შეეკრიბათ და რაც უკვე ცნობილია, რომ მოსაჭრელია, იმაზე გამოეცხადებინათ ტენდერი. ამას კანონი არ უკრძალავს არც გამგეობას და ა რცერთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებას. სამივე სარჩელი წარმოებაშია მიღებული, ხოლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.“
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.
|
დაწვრილებით...
|
თბილისის მერია დავების განხილვის საბჭოს სასამართლოში უჩივის |
|
|
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში: „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“ უკვე მოგაწოდეთ. არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს. არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა.
2013 წლის 22 იანვარს თბილისის მერიამ ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი (სპა 130001810) გამოაცხადა. ტენდერი ჯამში 5790 ხის გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული (1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, 3300 ხის ფორმირება). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი შ.პ.ს. „თბილისის შადრევნების“ (ფირმა, რომელიც ტენდერში მონაწილეობას არ იღებდა) საჩივრის შედეგად დავების განხილვის საბჭომ შეაჩერა. საჩივრის ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ თბილისის მერიას, მომსახურების გასაწევი 5790 ხიდან არცერთის მისამართი არ ჰქონდა მითითებული. გთავაზობთ ოქმიდან ამონარიდს, თუ როგორ ასაბუთებს თბილისის მერიას თავის პოზიციას: „1990 ხე რაოდენობრივად გამომდინარეობს ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მისამართებს, ხის მისამართის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. 1990 ხე მდებარეობს ქალაქში, ასევე პარკებში. ქარიშხლის გამო, რომელიც შარშან მოხდა, საჭირო გახდა ხეების მოჭრა. თუმცა, კონკრეტულად, რომლის მოჭრის საჭიროება იდგა, რათქმაუნდა, ვერ განისაზღვრებოდა. წინასწარ ვერ განისაზღვრება, ამიტომ, წლის განმავლობაში დგინდება კონკრეტული მისამართები მონიტორინგის საფუძველზე. დამკვეთი არის პასუხისმგებელი, თუ რომელი ხე უნდა მოიჭრას კონკრეტულად“. დავების საბჭომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას ახალი სატენდერო დავალების შექმნა დაავალა. დავების საბჭოს გადაწყვეტილებით სამუშაოს ადგილმდებარეობის განსაზღვრა „თბილისის ტერიტორიით“ ძალიან ზოგადი იყო, ამიტომ მერიას მინიმუმ, იმ ხეთა ადგილმდებარეობა უნდა მიეთითებინა, რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის აუცილებლობა უკვე ცნობილი და დასაბუთებულია.
2013 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიამ განახლებული ტენდერი (სპა 130005213) გამოაცხადა, სადაც დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ტენდერი, ამჯერად, ჯამში 8850 ხის (2200 ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა, 6000 ხის ფორმირება) გადაბელვა–ფორმირებასა და მოჭრაზე იყო გამოცხადებული. ხეების რაოდენობა 3060 ძირით გაიზარდა, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა( 20 000 ლარით გაიზარდა). თბილისის მერიამ მისამართებიც წარმოადგინა: ჯამში 16 მისამართი (მოსაჭრელი 8 ძირი ხე, გადასაბელი 19 და ხე რომელსაც ფორმირება ესაჭიროება 17 )ჯამში 44 ხე. განმეორებითი ტენდერი, ამჯერად, „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარემ ანა გაბრიაძემ გაასაჩივრა. საჩივარში ვკითხულობთ: „ დავალების შესწორება არ უნდა ჩაითვალოს დავების საბჭოს დავალების შესრულებად, რადგან ამ შესწორების შედეგად სატენდერო დოკუმენტაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ნაცვლად 5 790 ძირი ხისა რომლის მისამართი არ იყო მითითებული, დღეისთვის არის 8 806 ძირი, რომლის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი, და არანაირი საბუთით არ დასტურდება მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ჩდება კითხვა: თუ არ არის ცნობილი ხის მდებარეობა, საიდან არის ცნობილი, რომ საჭიროა მისი მოჭრა, გადაბელვა ან ფორმირება.“ დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ დავების საბჭოს სასამართლოში უჩივლა. სასამართლო პროცესში „უსაფრთხო სივრცის“ თავმჯდომარე ანა გაბრიაძე მესამე პირად იქნა ჩართული და ორგანიზაციის იურისტები ამ საკითხზე მუშაობდნენ. სასამართლომ, 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციების მოძიების გზები სტატიაში: „საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად; ნაწილი#4“ უკვე მოგაწოდეთ. არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის უფლებამოსილება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს აქვს. არასწორად გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტის პრეცედენტები არსებობს. განვიხილავ ერთერთ მათგანს, რომელიც, თავისი სპეციფიკით, ძალიან საინტერესოა.
|
დაწვრილებით...
|
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად |
|
|
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული სისტემის შემოღების შედეგად, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge - ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი #3: როგორ მოვიპოვოთ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია?
|
დაწვრილებით...
|
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად |
|
|
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული სისტემის შემოღების შედეგად, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge - ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი#2: როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი ინფორმაციის მოსაძიებლად
წინა სტატიაში ჩვენ გასწავლეთ თუ როგორ მოიპოვოთ საკადასტრო კოდი. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოების მასალების გასაცნობად.
პირველ რიგში, შევდივართ არქიტექტურის სამსახურის საიტზე tas.ge, ჩამონათვალში ვეძებთ ზოლს „ინტერაქტიული რუკა“ და ვაკლიკებთ. პროგრამა გახსნის რუკას, რომელსაც მარჯვენა მხარეს 2 საძიებო ზოლი აქვს. პირველივე ზოლში „რეგისტრირებული ნაკვეთები“ , ვწერთ ნაკვეთის საკადასტრო კოდს და ვაკლიკებთ ღილაკს „ძებნა“. ნაკვეთი, რომელიც პროგრამამ გააწითლა, სწორედ ის ნაკვეთია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.
ნაკვეთის გამოსახულების თავზე, მარჯვენა კუთხეში, პატარ–პატარა ნიშნებს დაინახავთ. ვაკლიკებთ პირველივეს, რომელიც გამოიყურება, როგორც ლურჯ რგოლში ჩასმული ინგლისური ასო i-. პროგრამა დაიწყებს არსებული ინფორმაციის დამუშავებას და თქვენ ახლა ნაკვეთის წითლად მონიშნულ გამოსახულებაზე უნდა დააკლიკოთ. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, თქვენს წინ გაჩნდა ფანჯარა, რომელიც ყველა იმ ინფორმაციას მოიცავს, რომელიც ამ ნაკვეთზე მშენებლობის წარმოებას ეხება. როგორც წესი, ყველაზე ახალი განცხადება ჩამონათვალში ბოლოა. გახსნით თქვენთვის საინტერესო განცხადებას. განცხადებაში თქვენ ნახავთ, თუ რას ეხება განცხადება, რა პასუხი გასცა განცხადებაზე არქიტექტურის სამსახურმა და როგორია კომისიის შედეგი (თუ ასეთი არსებობს). შედეგის გასაგებად დააკლიკებთ ღილაკს „შედეგის ნახვა“ და გაგიხსნით არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების PDF ფაილს.
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული სისტემის შემოღების შედეგად, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge - ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი#2: როგორ გამოვიყენოთ საკადასტრო კოდი ინფორმაციის მოსაძიებლად
|
დაწვრილებით...
|
საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად |
|
|
ნაწილი1: როგორ მოვიძიოთ ნაკვეთის საკადასტრო კოდი
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული სისტემის შემოღების შედეგად, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge - ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
|
დაწვრილებით...
|
გამოკითხვა ეკოლოგიურ საკითხებზე |
|
|
შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან |
|
|
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მოსახლეობის აქტიურობამ პიკს მიაღწია რამდენიმე „ცხელ“, წერტილში, როგორიცაა: ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია – ასათიანის #10, სადაც გამწვანებულ ტერიტორიას გაჩეხვა ემუქრება 8 ცათამბჯენის აშენების მიზნით; კუს ტბის ფერდობი – სადაც ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, სტატუსის ცვლილებისა და გასხვისების შედეგად, რესტორნის აშენებაა დაგეგმილი; წავკისი – სადაც წავკისის ტყეში, თბილისის მერიის მიერ გასხვისებულ, დაახლოებით 20 ჰა მიწის ფარდობზე გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოსახლეობის პროტესტი პერმამენტულ აქციებში გამოიხატა.ამ თემაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საკრებულოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს.
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
|
დაწვრილებით...
|
პრეზიდენტის ბოლო მესიჯი |
|
|
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 36 000 კვ.მ.), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით, განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
მზიურის საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია 52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით. ტერიტორია ნაკვეთებათაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც „მზიურს“ განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
„მზიურის“ ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ იურიდიული კვლევა „უსაფრთხო სივრცის“ საიტზე ჯერ კიდევ 2012 წლიდან დევს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ პარკის საზღვრები 2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა.
2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის“ სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155; 01.14.14. 005.160; 01.10.16.008.013; 01.10.16.008.014; 01.10.16.008.015; 01.14.14.009.018; 01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030; 01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134; 01.10.17.023.011; 01.10.17.023.006.
კერძო ნაკვეთებზე ზემოთხსენებული სტატუსის გაუქმება მესაკუთრეს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონა2–ის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს (ზონალური შეთანხმებით), რის შედეგადაც, შესაძლებელია, „მზიურის“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები ვიხილოთ.
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 4,7 ჰექტარი), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით, განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
|
დაწვრილებით...
|
აქციების ტალღა გამწვანებული ტერიტორიების დასაცავად |
|
|
გამწვანებული ტერიტორიების დაცვის მიზნით თბილისის საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს რეგულარულად მართავს. მოსახლეობა სარეკრეაციო ზონების შენერჩუნებას და მათ მშენებლობისგან დაცვას ითხოვს. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ გთავაზობთ საპროტესტო აქციების ვიდეოჩანაწერებს.
1) ასათიანის #10: საბურთალოს მოსახლეობა ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და გამწვანებული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
{youtube width="500" height="400"}t0-wLsxfl6Y{/youtube}
|
დაწვრილებით...
|
სანერგე მეურნეობა "საქართველოს ნერგები" |
|
|
სანერგე მეურნეობა მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, ა/გ გრეკოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ფოტოები გადაღებულია თბილისის სანერგეში, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი ნერგებია, თუმცა "საქართველოს ნერგებს" აქვს სანერგე ყვარელში, სადაც ქართული ხეხილის ჯიშებია წარმოდგენილი.
|
დაწვრილებით...
|
გამოფენა: ჩუბიკა კარდენისთვის |
|
|
|
|